weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

25 ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობა ძვირდება

13:59 შაბათი, 23 ივლისი 2022

თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი ორსართულიანი სამგზავრო მატარებლით მგზავრობის ღირებულება 25 ივლისიდან, ორშაბათიდან იზრდება. ტარიფები შემდეგნაირად განისაზღვრა: მეორე კლასი – 34 ლარი, პირველი კლასი – 74 ლარი და ბიზნეს კლასი – 124 ლარი.

დღეის მდგომარეობით, მეორე კლასით მგზავრობა 25 ლარად არის შესაძლებელი, პირველი კლასის ბილეთი 61 ლარი ღირს, ხოლო ბიზნეს კლასის – 100 ლარი.

სს „საქართველოს რკინიგზა“ ტარიფის ზრდის მიზეზებად ასახელებს ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილ ელექტროენერგიის, მატარებლების მოვლა-შენახვის, მასალების და სხვა ხარჯებს.

„ტარიფებში ცვლილება წლების განმავლობაში, არ განხორცილებულა და კომპანია საკუთარი სახსრებით ახორციელებდა სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირებას. აღსანიშნავია, რომ ალტერნატიულ ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები იზრდებოდა სისტემატიურად. 

კომპანიის ხარჯების ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით, მგზავრობის ღირებულების ზრდის მიუხედავად რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი კვლავ რჩება ალტერნატიულ ტრანსპორტთან შედარებით იაფი“, – აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.

კომპანიაში განმარტავენ, რომ არ შეიცვლება თბილისი-ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის და ქუთაისის მიმართულებაზე მოძრავი მატარებლებით მგზავრობის ღირებულება. გარდა ამისა, ძალაში რჩება ყველა შეღავათი მაგისტრალური მიმოსვლის ელექტრომატარებელზე სტუდენტებისთვის, ომის ვეტრანებისა და რკინიგზელებისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]