weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ვითიბი ბანკზე“ ნებისმიერი გარიგება სანქციების დაცვით მოხდება – ეროვნული ბანკი

13:24 ორშაბათი, 25 ივლისი 2022

ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ „ვითიბი ბანკი საქართველოს“ შესაძლო შეძენის შესახებ ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ბანკის ყიდვასთან დაკავშირებით ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ მიუღიათ.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ „ვითიბი ბანკის“ ყიდვასთან დაკავშირებით არაერთი ინტერესი არსებობს. თუმცა, ოფიციალურად ეროვნულ ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა. საჯაროდ კონკრეტული კომპანიებისა და გვარების გაცხადების უფლება ამ ეტაპზე არ გვაქვს. თუმცა, შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ

ნებისმიერი გარიგება მოხდება გამჭვირვალედ, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

როგორც ეროვნული ბანკი განმარტავს, გამომდინარე იქიდან, რომ „ვითიბი ბანკი“ სანქცირებულია აშშ ხაზინის დეპარტამენტის მიერ, მის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება მხარეებმა უნდა შეათანხმონ აშშ ხაზინის დეპარტამენტთან.

„ეროვნული ბანკი მხოლოდ ამ თანხმობის შემთხვევაში გასცემს თანხმობას ტრანზაქციაზე“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

გამოცემა BMG-სთვის ცნობილი გახდა, რომ „ვითიბი ბანკი საქართველოს“ შეძენას სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორი და ნდობით აღჭურვილი პირი დავით ხიდაშელი აპირებს. ხიდაშელი ბიზნესმენია, რომელსაც რამდენიმე თვის წინ, საქართველოს მთავრობამ რაჭასა და ქვემო სვანეთში, 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადასცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]