weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს – დავითაშვილი

17:24 ორშაბათი, 25 ივლისი 2022

„მინდა, ხაზგასმით, სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო: საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს, საქართველო სანქციებს იცავს მაქსიმალური პასუხისმგებლობით. არცერთი შენიშვნა საქართველოს მიმართ ამ კუთხით არ არსებობს“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

დავითაშვილის თქმით, კონკრეტული კომპანიების მიერ შეძენილი ნავთობი არ არის სანქცირებული.

„ასეთივე ნავთობს ყიდულობს ევროპის და საერთაშორისო საზოგადოების ძალიან ბევრი ქვეყანა. საქართველოშიც გადაწყვეტილებები მიიღება კერძო კომპანიების მხრიდან ზუსტად იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც არსებობს.  

რაც შეეხება აღსრულების მექანიზმებს, ყველა სახელმწიფო უწყება, სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენელი, აღმასრულებელი ოფიცრები იყვნენ სტრატეგიული ქვეყნენის ექსპერტებთან ერთად ჩართული პროცესში, როდესაც ხდებოდა სანქციების აღსრულების მექანიზმების განმარტებები. კიდევ ერთხელ: გადაწყვეტილებები, მათ შორის ამ ნავთობთან, ან ნავთობპროდუქტებთან მიმართებაში, შეთანხმებულია, შეჯერებულია და გავლილია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ასე რომ, ეს საკითხი შეგვიძლია დავხუროთ“, – განაცხადა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ დავითაშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ სამ კომპანიას – „ვისოლ ჯგუფს“, „ლუკოილს“ და „არაგვი იმპექსს“ მთავრობის დახმარებით, საქართველოში რუსული ნავთობი შემოაქვს.

„საქართველოს მთავრობამ და კონკრეტულმა ბიზნესმა გაავსო რუსული სისხლიანი ნავთობით საქართველოს პორტები და ტერმინალები. ბოლო 5 თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, რუსეთი გადავიდა პირველ ადგილზე მომწოდებელთა შორის, რაც აქამდე ასე არ იყო.

უკრაინაში გენოციდის დაწყების დღიდან დღემდე 124 მილიონი დოლარის რუსული ნავთობი შემოიტანეს საქართველოს ხელისუფლებამ და ოპერატორებმა“, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

როგორც ხაბეიშვილი ამბობს, ოპოზიციური პარტია სამ კომპანიას და დანარჩენს ათსაც, რომელთაც ჯერ არ ასახელებს, სამდღიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ თქვან, რომ „სანქცირებული რუსული ნავთობის შემოტანასა და უკრაინის გენოციდის დაფინანსებას შეეშვებიან“.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]