weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორად ალექსანდრე ონოფრიშვილი დაინიშნა

19:05 ორშაბათი, 25 ივლისი 2022

სსიპ „კურორტების განვითარების სააგენტოს“ დირექტორად ალექსანდრე ონოფრიშვილი დაინიშნა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

„ალექსანდრე ონოფრიშვილი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ და საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნია კურორტების მართვის მიმართულებით“, – აცხადებენ სამინისტროში.

„კურორტების განვითარების სააგენტო“ 2022 წლის ივნისში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა. სააგენტოს საქმიანობა მოიცავს ბალნეოლოგიური კურორტების, მთის კურორტებისა და სხვა საკურორტო ადგილების განვითარება/ხელშეწყობას.

„როგორც ალექსანდრე ონოფრიშვილი აცხადებს, განსაკუთრებით აქტიური მუშაობა იქნება საჭირო ბალნეოლოგიური მიმართულებით, რადგან ქვეყნის სამასამდე საკურორტო ადგილიდან ნახევარზე მეტი სწორედ ბალნეო და ბალნეოკლიმატური ტიპისაა. მისი შეფასებით, საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია სპორტული და რეკრეაციული ტურიზმის განვითარების მიმართულებითაც, რადგან მათთვის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს სწორედ სამთო და ბალნეოლოგიური კურორტები წარმოადგენენ“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

სააგენტოს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განახორციელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]