weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

უკრაინელ ინვესტორებს 1 ლარად თბილისში 97 470 კვ.მ მიწა გადაეცათ

13:30 ორშაბათი, 18 სექტემბერი 2017
„ნეოსტარის“ კუთვნილი კომპანია „ლეგის“ საწარმო ქობულეთში „ნეოსტარის“ კუთვნილი კომპანია „ლეგის“ საწარმო ქობულეთში

უკრაინის მოქალაქეების კუთვნილ კომპანია „ნეოსტარს“ ქალაქ თბილისში, დიდ ლილოში მდებარე 97 470 კვ.მ არასასოფლო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 4 შენობა-ნაგებობა საკუთრებაში პირდაპირი განკარგვის წესით, 1 ლარის საფასურად გადაეცა.

კომპანიისათვის მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემის შესახებ განკარგულება  საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 24 იანვარს, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მიიღო. 

განკარგულების თანახმად, კომპანია „ნეოსტარმა“ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე 2 წლის განმავლობაში უნდა ააშენოს სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო, რისთვისაც 3 509 000 ლარამდე ოდენობით ინვესტიცია უნდა განახორციელოს და 30 ადამიანი დაასაქმოს. საწარმო ცემენტის ფილებს, სამშენებლო ბლოკებს და ბორდიურებს დაამზადებს. 

შპს „ნეოსტარი“ საქართველოში 2012 წლის 17 ოქტომბერს დარეგისტრირდა. კომპანიის 100 % წილს უკრაინის მოქალაქეები ლეონიდ ეზიკი (88,9 %) და ოლექსანდრ კამარდინი (11,1 %) ფლობენ. 

„ნეოსტარი“ ბეტონის ნაკეთობების მწარმოებელი კომპანია „ლეგის“ 100 %-ის მფლობელია, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში ფუნქციონირებს. 2011 წლის 18 ივლისს აჭარის მთავრობამ შპს „ლეგს“ 1 ლარად გადასცა ხუცუბანში მდებარე 32 382 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, რომლის საპრივატიზებო ფასი 202 711 ლარს შეადგენდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]