weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქართული დაფნა ქუვეითში, კორეაში და ჰონგ-კონგში ექსპორტზე გავიდა

15:06 ორშაბათი, 18 სექტემბერი 2017

კომპანიამ „ქართული დაფნა“ საკუთარი პროდუქცია ქუვეითში, კორეაში და ჰონგ-კონგში ექსპორტზე გაიტანა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, კომპანიამ საკვები და სასმელი პროდუქტების წამყვან გამოფენებში მიიღო მონაწილეობა, რის შედეგადაც რამდენიმე ახალი საექსპორტო ბაზრის მოძიება და წარმატებული ხელშეკრულებების გაფორმება შეძლო.

ქართული დაფნის მწარმოებელი კომპანია 2014 წელს USAID-ისა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ფინანსური ხელშეწყობით დაარსდა.

„კომპანია აღჭურვილია ენერგოეფექტური მაღალი წარმადობის საშრობი დანადგარებით, უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული დასუფთავების, დახარისხების და შესაფუთი მანქანებით და მაღალ დონეზე აღჭურვილი ლაბორატორიით“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

2015 წელს „ქართული დაფნის“ გადამამუშავებელი საწარმო ვანის რაიონის სოფელ ბზვანში გაიხსნა.  სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში კომპანიას 12 351 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად გადაეცა. ინვესტიციის ოდენობამ 247 200 ლარი შეადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]