weather cur horoscope tv
დეკემბერი 30, 2024

ვემზადებით, რომ შევუერთდეთ ევროს ერთიანი გადახდის სივრცეს – ღარიბაშვილი

15:12 ორშაბათი, 29 აგვისტო 2022

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო გეგმავს, ევროს ერთიანი გადახდის სივრცეს (SEPA) შეუერთდეს. ამის შესახებ მან მთავრობის დრევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ვემზადებით, რომ შევუერთდეთ ერთიან ევრო გადახდის სივრცეს. ასეთი სახელწოდების არის ეს ორგანიზაცია SEPA, ანუ Single Euro Payments Area. ეს არის ევროკავშირში და ევროზონის ქვეყნებში საგადასახდო სისტემების და პროვაიდერების ჰარმონიზების ჩარჩო, რომლის წევრი არის ევროკაშვირის 27 ქვეყანა, ასევე დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი. ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, ჩართული არიან ეროვნული ბანკი, ეკონომიკის სამინისტრო და სხვადასხვა სამთავრობო უწყებები.

საჭირო აღარ იქნება ევროკავშირში გადარიცხვებისთვის საკორესპონდენტო ბანკის ან შუამავლის გამოყენება და ეს ძალიან პოზიტიური საკითხია ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შესატანად პარლამენტში გადაიგზავნება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარდგენილი სამი კანონპროექტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]