2017 წელს ატმის ექსპორტი, 2016 წლის სეზონთან შედარებით მკვეთრად გაზრდილია. 2016 წელს ექსპორტის მაჩვენებელი 5.8 ათას ტონას შეადგენდა ხოლო ექსპორტის მთლიანი ღირებულება 2.8 მილიონი აშშ დოლარი იყო.
ატმის ექსპორტი ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (81 %), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (8 %), სომხეთის რესპუბლიკაში (6 %), ასევე უკრაინასა და ყაზახეთში განხორციელდა.
მიმდინარე წელს ატმის საბითუმო ფასი 20-დან 90 თეთრამდე მერყეობდა.
2017 წელს ატმის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში, ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, შექმნილი იყო ჯგუფი ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფდა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.