weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სახელმწიფოს მხრიდან სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის მექანიზმები შემუშავდება

15:14 პარასკევი, 22 სექტემბერი 2017

„სოციალური ეკონომიკის განვითარება ერთ-ერთი საინტერესო კონცეფციაა. სოციალური საწარმოების როლის გაზრდა აუცილებელია და ჩვენი სამინისტრო, ისევე როგორც სახელმწიფო, ხედავს აუცილებლობას, რომ გაზარდოს ინვესტიციები ამ მიმართულებით“, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძემ სოციალური მეწარმეობის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

კონფერენცია მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმებისა და სამართლებრივი რეგულირების კუთხით არსებული საჭიროებების წარმოჩენას. მონაწილეებმა ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად განიხილეს ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება.

„ჩვენი უწყება არის ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ჩართულია სოციალური მეწარმეობის განვითარების საქმეში. ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი რამდენიმე წელია ახორციელებს სხვადასხვა სოციალურ პროექტს, თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან და ამ თანამშრომლობის შედეგად დაფუძნდა არაერთი სოციალური საწარმო თბილისსა და რეგიონებში. მათი რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. შარშან 26 ასეთი პროექტი დავაფინანსეთ, წელს 18, 4 წლის განმავლობაში ჯამში 60 საწარმო დაფუძნდა. დაახლოებით, ერთ მილიონ ლარამდე დაიხარჯა ამ პროექტებზე, ამ მიმართულებით დასაქმებულია 200 ადამიანი. ეს ნამდვილად პოზიტიური დინამიკაა, მაგრამ საკმარისი არ არის. ჩვენ ვცდილობთ, ყოველწლიურად მეტი ინკლუზიური პროექტი გვქონდეს. ამით ხელს ვუწყობთ მათ მოტივაციას, რომ სოციალური პროცესების ნაწილად იგრძნონ თავი. ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნავს ნებისმიერი სახელმწიფო, სწორედ ამიტომ ჩვენთვის მუდმივად იქნება პრიორიტეტი მსგავსი პროექტების ხელშეწყობა“, – აღნიშნა ჯაველიძემ.

კონფერენცია პროექტის „სოციალური მეწარმეობა-ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში იმართება. ღონისძიებას  საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC)  და საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) ახორცილებს. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]