weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კახეთში 85 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

10:43 ორშაბათი, 25 სექტემბერი 2017

25 სექტემბრის 10:00 საათის მონაცემებით, კახეთში 85 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, ყურძნის მოსავლის ნახევარზე მეტი უკვე გადამუშავებულია და მევენახეების შემოსავალებმა 96 მილიონ ლარს მიაღწია.

„ყურძენი ღვინის საწარმეობს 11 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავლები 96 მილიონ ლარს აღწევს. რთველი მიმდინარეობს ორგანიზებულად და მშვიდ გარემოში. ყურძნის გადამუშავების პროცესში ყოველდღიურად ჩართულია 100-მდე ღვინის კომპანია. მას შემდეგ რაც რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა, ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი სტაბილურად, საშუალოდ 5 ათას ტონას აღწევს, რაც მიანიშნებს, რომ რთველის პროცესი კახეთში შეუფერხებლად მიმდინარეობს“, - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მთლიანი გადამუშავებული მოსავლიდან 40 ათასი ტონა რქაწითელი, 39 ათასი ტონა საფერავი, 2.6 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელში გადამუშავებულია - 28.4 ათასი ტონა, გურჯაანში - 23.2 ათასი ტონა, თელავში - 15.1 ათასი ტონა, სიღნაღში - 8.5 ათასი ტონა, ლაგოდეხში - 3 ათასი ტონა, დედოფლისწყაროში - 2.2 ათასი ტონა, ახმეტაში -  2.5 ათასი ტონა და საგარეჯოში -  2 ათასი ტონა.

რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს  შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]