მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
გუდაური კობის გზა ჯვრის უღელტეხილზე (ზღვის დონიდან 2395 მეტრი) გადის. ზამთარში, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზვავდამცავი გვირაბების გავლით ხორციელდება.