weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

დიდგორის მემორიალური კომპლექსის რეაბილიტაციის სამუშაოები იწყება

12:31 კვირა, 07 მაისი 2017

დიდგორის მემორიალური კომპლექსის რეაბილიტაციის სამუშაოებზე პირველ ეტაპზე სავარაუდოდ 145 000 ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამარტივებული ელექტრონული ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.

პრეტენდენტთა წინადადებების მიღება 2017 წლის 8 მაისიდან იწყება და 11 მაისს, 16.30 საათზე დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა სუბიექტმა ხელშეკრულების დადებიდან 2 თვის ვადაში უნდა განახორციელოს.

საპროექტო დოკუმენტაცია პირველ ეტაპზე ითვალისწინებს: არსებული მემორიალის ტერიტორიაზე დაზიანებული ნაგებობების რესტავრაციას; დაზიანებული მონუმენტების რეაბილიტაციას; მემორიალის კომპლექსის ქანდაკებების პირვანდელი სახით აღდგენას, შერჩეულ მემორიალზე მეფე დავით აღმაშენებლის სიტყვის წარწერის გაკეთებას.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიდგორის მემორიალური კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და მისი საერთო ღირებულება დაახლოებით 2 მილიონ ლარს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დიდგორის კომპლექსის მთელ ტერიტორიაზე მემორიალის ცალკეული ელემენტების: ქანდაკებებისა და ზარების რეაბილიტაცია. მემორიალთან მისასვლელ ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის ყველაზე  გამორჩეულ ადგილებში მოეწყობა 3 გადასახედი, ასევე, ავტოსადგომი და საპირფარეშოები.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ტურისტული საინფორმაციო ცენტრების „ზედა საყუდარისა“ და „ქვედა საყუდარის“ მოწყობაც. პროექტის დასრულების შემდეგ დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ დიდგორის ისტორიას, მიიღონ სხვადასხვა სახის შემეცნებითი ინფორმაცია, შეიძინონ ქართული სუვენირები.

დიდგორის მემორიალური კომპლექსი მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, გომერის ქედის კალთაზე, მდინარე ჭივჭავის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1 180 მეტრის სიმაღლეზე. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]