weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უცხოელ ბიზნესმენებს კახეთში 228 ჰექტარი საძოვრები 30-წლიანი იჯარით გადაეცათ

15:10 ხუთშაბათი, 05 ოქტომბერი 2017

შპს „არიკს“, რომლის მფლობელები კარიბის ზღვაში მდებარე სახელმწიფოს - სენტ-კრისტოფერის და ნევისის მოქალაქეები არიან, სიღნაღსა და საგარეჯოში 228 ჰექტარზე მეტი საძოვრები პირდაპირი განკარგვის წესით, 30-წლიანი იჯარით გადაეცა. იჯარის ქირა წელიწადში 18 900 ლარს შეადგენს.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 აგვისტოს განკარგულებით, შპს „არიკს“ პირდაპირი წესით 4 საძოვარი გადაეცა იჯარით: სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში მდებარე 1 020 818 კვ.მ და 472 985 კვ.მ ფართობები, ხოლო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურის მიწებში - 552 701 კვ.მ და 235 600 კვ.მ საძოვრები

განკარგულების თანახმად, შპს „არიკ“-მა მის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე - ჯამში არანაკლებ 200 ჰექტარზე, 2 წლის ვადაში უნდა გააშენოს მრავალწლიანი ნარგავები და მოაწყოს საირიგაციო სისტემა. ამ მიზნით კომპანიამ სულ მცირე 100 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. 

კომპანია „არიკ“ კახეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში ათასობით ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობს და სხვადასხვა სახის ინვესტიციებს ახორციელებს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის საკუთრებაში ირიცხება 2300 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. 

მხოლოდ 2016 წელს „არიკ“-მა რამდენიმე აუქციონში გაიმარჯვა, რის შედეგადაც იჯარის უფლებით მიიღო სიღნაღისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარე 135 ჰექტარი სახნავი მიწის ნაკვეთები. 

შპს „არიკ“ 2013 წლის 16 აგვისტოს შეიქმნა. კომპანიის თანამფლობელები კარიბის ზღვაში, კუნძულ სენტ-კიტსზე მდებარე სახელმწიფოს - სენტ-კრისტოფერის და ნევისის მოქალაქეები - ბეჰრანგ კარბახშ რავარი და ეჰსან კარბახშ რავარი არიან. ორივე მათგანს საქართველოს მოქალაქეობაც აქვს მინიჭებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]