weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

14:44 ორშაბათი, 09 ოქტომბერი 2017

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რთველის დაწყებასთან დაკავშირებით, ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დღეისთვის 6 მიმღები პუნქტია გახსნილი.

ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები არიან ამპელოგრაფები.

წინასწარი მონაცემებით, წელს რაჭაში 700-800 ტონამდე მუჯურეთულის და ალექსანდროულის მოსავალი გადამუშავდება.

დაცული ადგილწარმოშობის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, „ხვანჭკარის“ ჯიშებზე ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე 1კგ-ზე სუბსიდია გაიცემა 2 ლარი.

რთველი გრძელდება კახეთში. 9 ოქტომბრის 12.00 საათის მონაცემებით, რეგიონში გადამუშავებულია 111,5 ათასამდე ტონა ყურძენი. სამინისტროს მონაცემებით, მევენახეების შემოსავლებმა რთველის დაწყებიდან დღემდე 130 მილიონ ლარს მიაღწია.

რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს  შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]