weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გარდაბანში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა

12:18 ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი 2017

გარდაბანში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო - შპს „თელეთის ყველის სახლი“ გაიხსნა, რომელიც „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. ჯამურად განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 366 010 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 146 404 აშშ დოლარია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია აწარმოებს სხვადასხვა დასახელების ყველს - მათ შორის დავარგებული ყველის რამდენიმე სახეობას, რისთვისაც კომპანია მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი. საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული.

საწარმო შექმნილია სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვით. კომპანია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით გეგმავს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემის - HACCP-ის დანერგვას.

სამინისტროს განცხადებით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ განხორციელებული „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში დაფინანსდა 165 ახალი და 750-ზე მეტი მოქმედი საწარმო. ქვემო-ქართლის რეგიონში შეიქმნა 20 ახალი და გადაიარაღდა / გაფართოვდა 131 საწარმო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]