weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

კახეთში 8 სოფელი დაისეტყვა

12:18 ორშაბათი, 08 მაისი 2017

გუშინ საღამოს და დღეს დილით მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ახმეტის და გურჯაანის რაიონებში 8 სოფელი დააზარალა. ახმეტაში დაისეტყვა სოფლები ქისტაური, ახშანი, ზემო ხოდაშენი და ჩაბინაანი. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, სეტყვამ დაახლოებით 300 ჰექტარამდე ვენახი 80%-ით გაანადგურა, დაზიანდა ხეხილი, ბოსტნეული და მარცვლოვანი კულტურები.

„ყლორტი ახლად არის ამოსული. ვაზი ძალიან გაანადგურა. ზოგან 80%-ზე მეტიც იქნება დაზიანების ხარისხი. თან ძლიერი ქარი იყო“, – აღნიშნა ზემო ხოდაშენში გამგებლის წარმომადგენლობის სპეციალისტმა იოსებ ლაფაურმა.

ახმეტის გამგებლის, ბექა ბაიდაურის განცხადებით, ზარალის დათვლას სპეციალური კომისია დღეს დაიწყებს.

დღეს დილით, გურჯაანის რაიონში დაისეტყვა სოფლები ახაშენი, მუკუზანი, ველისციხე და ჩუმლაყის ნაწილი. სეტყვა 15–20 წუთი გაგრძელდა. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები, დაიხოცა შინაური ფრინველი.

„სტიქიამ ძირითადად სოფლის თავში მდებარე ვენახები, ატმის ბაღები და სავარგულები გაანადგურა“, – უთხრა „რეგინფოს“ ახაშენში გამგებლის წარმომადგენელმა გიორგი მელექსიშვილმა.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის „დელტას“ ინფორმაციით, კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა 1-ლი აპრილიდან სრული მზადყოფნის რეჟიმშია.

„დელტას“ ცნობით, 30 აპრილიდან 2 მაისამდე კახეთის რეგიონში რამდენიმე მძლავრი სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა, რისთვისაც საერთო ჯამში 130 ერთეულამდე რაკეტა იქნა გასროლილი. ნალექის დიდი ნაწილი წვიმის სახით ჩამოიცალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]