weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჭიათურაში მადნის გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობა იწყება

22:30 ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი 2017

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში მანგანუმის მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობას იწყებს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ქარხნის მშენებლობა ეკოლოგიურ პრობლემებს გადაჭრის და მდინარე ყვირილას დაბინძურებისგან დაიცავს.

„დღეს არსებული პრაქტიკის მიხედვით, მადნის გამდიდრების შედეგად წარმოქმნილი დაბინძურებული წყალი შლამთან ერთად პირდაპირ ჩაედინება მდინარე ყვირილაში, რაც იწვევს მის დაბინძურებას. ხსენებული პრობლემის გადაჭრა ხდება ახალი ქარხნის მშენებლობით, რომლის სამუშაო პროცესი დახურული ციკლით წარიმართება და საწარმოო პროცესს მდინარესთან შემხებლობა აღარ ექნება. გარდა ამისა, ახალი ქარხანა კომპანიას შესაძლებლობას მისცემს მადანი კარიერიდან უდანაკარგოდ მოიპოვოს (90%-იანი მოპოვება)“, - განაცხადეს სამინისტროში.

მათივე ცნობით, მხოლოდ ქარხნისთვის გამოყოფილი ინვესტიციის მოცულობა 20 მილიონი დოლარია. საწარმო 3, 4 ჰექტარზე გაშენდება. ქარხანაში კი „ჯორჯიან მანგანეზის“ 250-მდე თანამშრომელი დასაქმდება. ქარხანა თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. ამისათვის „ჯორჯიან მანგანეზმა“ ქარხნისთვის ახალი დანადგარები გერმანული კომპანია „ოლ მინერალისგან“ შეიძინა. ქარხნის მშენებლობა 2018 წლის 31 დეკემბრამდე დასრულდება.

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში, ღურღუმელას ძველი შლამსაცავის რეაბილიტაციასაც გეგმავს. განახლდება ინფრასტრუქტურა და რეაბილიტაციის შემდეგ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხდება მადნის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი შლამების დასაწყობება.

შეგახსენებთ, 11 მაისს, ჭიათურის მაღაროების მუშაობის შედეგად, ქალაქში არსებული მძიმე ეკოლოგიური ვითარების გამო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ სასამართლოს თანხმობით კომპანიაში სპეციალური მმართველი შეიყვანა. ნიკოლოზ ჩიქოვანმა, ჭიათურასა და ზესტაფონში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, 14 პუნქტიანი, დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. მანგანუმის მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობა და შლამსაცავის მოწყობა აღნიშნული გეგმის შემადგენელი ნაწილია.

 

 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]