weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

დედოფლისწყაროსა და სიღნაღში ცხოველთა ბიოუსაფრთხოების პუნქტები გაიხსნა

14:24 ორშაბათი, 08 მაისი 2017

დედოფლისწყაროსა და სიღნაღში ახლადაშენებული ბიოუსაფრთხოების პუნქტები გაიხსნა, სადაც უსასყიდლოდ მოხდება როგორც წვრილფეხა, ისე მსხვილფეხა პირუტყვის გაბანება და პარაზიტებზე დამუშავება. ბიოუსაფრთხოების პუნქტებით სარგებლობა ყველა მესაქონლეს შეუძლია.

ბიოუსაფრთხოების პუნქტები გულისხმობს შემოღობილ, ბეტონის საფარით მოწყობილ ტერიტორიას, სადაც განთავსებულია პირუტყვის სადეზინფექციო აუზები და საშხაპეები.

„დედოფლისწყაროში ბიოუსაფრთხოების პუნქტი გაიხსნა ელიის ძირში, სიღნაღის რაიონში კი მჟავანაძის ხიდთან. მთავარი მიზანია, რომ თავიდან ავიცილოთ ტრასებზე დაინფიცირებული პირუტყვის მოძრაობა და ინფექციების გადატანა-გავრცელება. პუნქტებში ხდება ცხვრების, ძროხებისა და ცხენების გარეგანი პარაზიტების წინააღმდეგ დამუშავება. აღსანიშნავია, რომ დედოფლისწყაროსა და სიღნაღში ბიოუსაფრთხოების პუნქტები პირველად ამოქმედდა. წყალი და წამალი არის უფასო. დაინტერესებულმა პირებმა მხოლოდ ცხვარი უნდა მიიყვანონ და ხალხით მივიდნენ, რომ გაბანება სწრაფად მოხდეს. მესაქონლეები უნდა დაუკავშირდნენ ამავე რაიონებში სურსათის უვნებლობის სამსახურებს, ან სახელმწიფო ვეტექიმებს“, – უთხრა „რეგინფოს“ მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ბექა გონაშვილმა.

დედოფლისწყაროსა და სიღნაღის გარდა, ბიოუსაფრთხოების პუნქტები გაიხსნა რუსთავსა და მარნეულშიც. 2018 წელს ანალოგიური პუნქტი აშენდება ყვარელშიც.

ქართულ ცხვარზე გაზრდილია მოთხოვნა არაბულ ქვეყნებში. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოდან განხორციელდა 400 ათასამდე სული ცხვრის (30 მლნ აშშ დოლარის ღირებულების) ექსპორტი; აქედან 255 ათასი სული ცხვარი (23 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების) ექსპორტირებულია არაბულ ქვეყნებში:არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთში, იორდანიაში, ლიბანში, ქუვეითსა და ყატარში. გარდა ამისა, ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველო დაემატა ე.წ. მესამე ქვეყნების სიას და უკვე შესაძლებელია ქართული მატყლის ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]