weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ეკა ჭვრიტიძემ არგოხში ბრენდი „დანიელი“ შექმნა

14:51 ორშაბათი, 08 მაისი 2017

33 წლის ეკა ჭვრიტიძეს ვენახი ახმეტის რაიონის სოფელ არგოხში, 16 ჰექტარზე აქვს გაშენებული. მან მეუღლესთან ერთად ღვინის მეურნეობა ჩამოაყალიბა და ბრენდი „Danieli” შექმნა. ახალგაზრდა მეღვინე ქისის, საფერავის, რქაწითელის, მწვანეს და ხიხვის ჯიშის ყურძნისგან 8 სახეობის ღვინოს აწარმოებს.

ეკა ჭვრიტიძემ ბავშვობა თუშეთში გაატარა. ცხენოსანია და არაერთ დოღშია გამარჯვებული. სასწავლებლად ამერიკაში წასულმა წარმოშობით დანიელ მამაკაცზე იქორწინა.

მეღვინეობა ჭვრიტიძეების ოჯახური ტრადიციაა, რომლის გაგრძელებაც 2011 წელს გადაწყვიტა. 6 წლის შემდეგ მეუღლესთან ერთად სან-ფრანცისკო დატოვა და საცხოვრებლად სოფელ არგოხში დააბრუნდა. ღვინო „Danieli“ სინგაპურში, ამერიკაში, სკანდინავიის ქვეყნებსა და უკრაინაში რესტორნებში იყიდება.

„პირველი ვენახი 2011 წელს გავაშენეთ. ახლა 8 ჰექტარზე ქისი გვაქვს გაშენებული, 4 ჰექტარზე საფერავი. ასევე, გვაქვს ხიხვის, მწვანეს და რქაწითელის ვენახები - სულ 16 ჰექტარი. მოსავლის მიღების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ღვინო ჩამოგვესხა. სახელწოდებაზე ბევრი არ გვიფიქრია და ჩემი მეუღლის ნათლობის სახელი „Danieli“ დავარქვით. ევროპული წესით პრემიუმ კლასის ღვინოებს ვაწარმოებთ“,- ამბობს ეკა ჭვრიტიძე.

მისივე თქმით, ოჯახის მთავარი მიზანი სოფელ არგოხში აგროტურისტული მეურნეობის შექმნაა, სადაც უცხოელ ტურისტებს უმასპინძლებენ.

„ვენახთან და ჩემ სახლთან ახლოს 8 მიტოვებული, ძველი სახლი შევიძინე, სადაც აგროტურისტული მეურნეობის გაკეთებას ვგეგმავ. ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ ეს სახლები იქირაონ და ვენახის მოვლის, ღვინის წარმოების პროცესი საკუთარი თვალით ნახონ და დააგემოვნონ. აქვე ვაშენებთ ღვინის ქარხანას“,- აღნიშნა ეკა ჭვრიტიძემ.
მას ტურისტული კომპანიაც აქვს, რომელიც ტურისტებს თუშეთის, ხევსურეთისა და ყაზბეგის მიმართულებით ტურებს სთავაზობს.

თამარ მოდებაძე

საინფორმაციო ცენტრების ქსელის ჟურნალისტი. აშუქებს საზოგადოების, სოციალურ, გარემოსდაცვით და მთის საკითხებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]