weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ქართული ღვინო პირველად წარსდგა ბელგიის გამოფენაზე „მეგავინო“

12:38 სამშაბათი, 24 ოქტომბერი 2017

ქართული ღვინის კომპანიები პირველად მონაწილეობდნენ ღვინის საერთაშორისო გამოფენაში „MEGAVINO 2017“, რომელიც 20-23 ოქტომბერს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული კომპანიებიის ღვინოები: „შილდა“, „მოსმიერი“, „ვაზიანი“, „შატო ნეკრესი“, „ქიმერიონი“, „კახური ღვინის მარანი“, „თელავის ღვინის მარანი“, „თბილღვინო“ და „კონჭო და კომპანი“.

გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაციაც, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა.

დეგუსტაცია გაიმართა ღვინის პროფესიონალებისთვის და მასზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ღვინოები: „მანავის მწვანე“ (კახური ღვინის მარანი), „ხიხვი“(შილდა), „წინანდალი“ (მოსმიერი), „ქისი-ხიხვი ქვევრი“ და „ქინძმარაული“ (შატო ნეკრესი), „რქაწითელი ქვევრი“ და „ხიხვი ქვევრი“ (ვაზიანი), „საფერავი“ (ქიმერიონი) და „ტვიში“ და „საფერავი ქვევრი“ (წინანდლის ძველი მარანი)

„მეგავინო“ ბენილუქსის ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური გამოფენაა და იმართება წელიწადში ერთხელ, ბრიუსელის ყველაზე დიდ საგამოფენო ცენტრში.

წელს გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 20-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე დასახელების ღვინო. გამოფენის ფარგლებში იმართება ღვინის კონკურსები, სემინარები, კონფერენციები, ასევე წარმოდგენილია ღვინის აქსესუარები. წელს „მეგავინოს“ საპატიოს ტუმარი იყო ბულგარეთი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]