Lonely Planet საქართველოს შესახებ წერს, რომ ეს მომავალზე ორიენტირებული უძველესი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ამავდროულად უდიდეს პატივს სცემს თავის წარსულსა და ტრადიციებს.
"საქართველო ღვინისა და უძველესი კერძების ქვეყანაა, რომელიც მხოლოდ მომავლისკენ იყურება. მისი უძველესი ისტორია და კულტურა არა მხოლოდ წარსულია, არამედ აწმყო. ქართული ღვინო იმდენად საამაყოა ამ ქვეყნისთვის, რომ ხშირად მესაზღვრეები აეროპორტში წითელი ღვინით ხვდებიან ჩამოსულ სტუმრებს", - წერს Lonely Planet.
Lonely Planet, უმსხვილესი საერთაშორისო სამოგზაურო მედია პლატფორმა, მოიცავს გზამკვლევების სერიას და წიგნებს. კომპანია 1972 წელს დაარსდა, პირველი ჟურნალი კი 2008 წელს დიდ ბრიტანეთში გამოიცა. სოციალური მედიაში კომპანიას 10 მილიონზე მეტ მომხმარებელი ჰყავს.