weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პანკისის ხეობაში ასკილის ლუდის წარმოება დაიწყეს

11:55 სამშაბათი, 31 ოქტომბერი 2017

პანკისის ხეობაში მცხოვრებმა შენგელი ტოხოსაშვილმა და კანეი მარგოშვილმა ქისტური ასკილის ლუდის „სტუმართ მასპინძლის“ წარმოება დაიწყეს. ტრადიციული უალკოჰოლო სასმელი უკვე ბოთლებში ჩამოსხმული და ეტიკეტირებულია. უახლოეს მომავალში ის პანკისის გარდა თბილისშიც გაიყიდება.

„ეს ჩვენი ტრადიციული სასმელია, რომელსაც საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებმა ქისტებმა ამ ლუდის მოხარშვა საუკუნეების წინ დაიწყეს. ლუდი იხარშება ასკილისგან და ვურევთ ბალახეულობას, მათ შორის სვიას და კუნელს. მოხარშვის შემდეგ სხვა ჭურჭელში უნდა გადაისხას და იდუღოს. ერთი კვირის შემდეგ უნდა გაიფილტროს, რის შემდეგაც უკვე შეიძლება მისი დალევა. არის უალკოჰოლო, ძალიან არომატული, ეკოლოგიურად სუფთა და სასარგებლო. მაგალითად, თირკმელებს ასუფთავებს. ჩვენ, მუსლიმებს ალკოჰოლური სასმელების დალევა აკრძალული გვაქვს. ამიტომ პანკისში ეს ლუდი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მოთხოვნაც დიდია“, - ციტირებს პანკისის სათემო რადიო WAY ასკილის ლუდის მწარმოებლის შენგელი ტოხოსაშვილის კომენტარს.

ლუდის ჩამოსხმისა და გაყიდვის იდეა მას რამდენიმე თვის წინ, მეწარმეობის რეგიონალურ სკოლაში გაუჩნდა. ამ პერიოდში შენგელი ტოხოსაშვილმა და კანეი მარგოშვილმა დიზაინერებთან ერთად ეტიკეტიც შექმნეს, რომელზეც ასკილი, ვაინახური კოშკები და მთებია გამოსახული. მათ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერის იმედი აქვთ.

ქისტური ასკილის ლუდი „სტუმართ მასპინძელი“ პანკისის ხეობაში, თბილისსა და რეგიონებში გაიყიდება. ერთი ლიტრი ლუდის ფასი დაახლოებით 1-1,5 ლარი იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]