weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აჭარის 2018 წლის ბიუჯეტი 44 მლნ 800 ათასი ლარით გაიზრდება

11:28 ოთხშაბათი, 01 ნოემბერი 2017

აჭარის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 351 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 44 მლნ 800 ათასი ლარით მეტია 2017 წლის რეგიონის ბიუჯეტის შემოსულობების მაჩვენებელთან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, 2018 წელს ბიუჯეტი განსაკუთრებით იზრდება ტურიზმისა და საგზაო ინფრასტრუქტურული მიმართულებით.

მისი თქმით, დაწყებულია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი, დასრულების ეტაპზეა ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, ასევე მიმდინარეობს გონიოსა და მახოს ხიდების დამაკავშირებელი შემოვლითი გზის მშენებლობა, გამოცხადებულია ტენდერი სტადიონის მშენებლობაზე, სულ მალე დაიწყება ბათუმის ესტაკადას მშენებლობა, რომელიც მნიშვნელოვანწილად განმუხტავს ქალაქის შემოსასვლელში გადატვირთულ საგზაო მოძრაობას.

მთავრობის სხდომაზე 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულება მიმოიხილა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბიუჯეტის შესრულების ნაწილი ყველა მიმართულებით დადებითი მაჩვენებლებით გამოირჩევა.

რამაზ ბოლქვაძემ სხდომაზე წარადგინა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი, რომელიც აჭარის მთავრობის მხარდაჭერის შემდეგ განსახილველად და დასამტკიცებლად აჭარის უმაღლეს საბჭოს გადაეგზავნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]