weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ყვარელსა და სურამში ახალი სასტუმროები აშენდება

16:17 კვირა, 05 ნოემბერი 2017

პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ქალაქ ყვარელსა და დაბა სურამში ახალი სასტუმროების აშენება იგეგმება. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონების შედეგად სასტუმროების ასაშენებლად საჭირო უძრავი ქონება ქართველმა ინვესტორებმა შეიძინეს.    

ყვარელში, თავისუფლების ქ. №4-ში მდებარე 1027 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები აუქციონის ერთადერთმა მონაწილემ - ბესიკ ხახანაშვილმა 293 000 ლარად იყიდა. აუქციონის პირობების მიხედვით, მან 3 წლის ვადაში არანაკლებ 8 ნომრიანი სასტუმრო უნდა გახსნას.

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, 26 მაისის ქ. №49-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალ სასტუმროს შპს „სურამი პალასი“ ააშენებს. ამ მიზნით გამოყოფილი 1259 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის საწყისი ფასი 32 000 ლარი იყო, კომპანიამ აუქციონზე 275 000 ლარად იყიდა. სურამში სასტუმროს მშენებლობაც 3 წელიწადში უნდა დასრულდეს.

„სურამი პალასი“ 2017 წლის 1 მარტს შეიქმნა. საწარმოს დირექტორი და 100 % წილის მფლობელია ბიზნესმენი გაგა ბითაძე

სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეისათვის გაყიდულია 26 927 501 ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 58 200 000 ლარს შეადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]