weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აგარა-ზემო ოსიაურის საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდა

12:51 ორშაბათი, 06 ნოემბერი 2017

შიდა ქართლში აგარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდა. პროექტი 2015 წელს დაიწყო და აშენდა ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 2 სატრანსპორტო კვანძი, 2 პარალელური ხიდი, 2 ცენტრალური მაგისტრალის გზაგამტარი, წყალგამტარი მილები და მიწისქვეშა გადასასვლელი.

აგარა–ზემო ოსიაურის გზის 7 კილომეტრიან მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობა გასულ წელს დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. 5 კილომეტრიან მონაკვეთზე კი სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა მხოლოდ ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პროექტის დასრულების შემდგომ გახდება შესაძლებელი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის (ლოტი I და II) მშენებლობის პერიოდი 2017–2020 წლებია. 14 კილომეტრიანი გზის მონაკვეთი რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მივა და ჩრდილოეთიდან გვერდს აუვლის ხაშურს, სურამს და ჩუმათელეთს.

აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გაიზრდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო.

აგარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ქართულმა კომპანია Black Sea Group-მა და ქუვეითური კომპანია Copri Construction Enterprises W.L.L განახორციელეს. პროექტი მსოფლიო ბანკმა დააფინანსა და მისი ღირებულება105 მილიონ ლარზე მეტია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]