weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საჩხერე – ონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

12:03 სამშაბათი, 07 ნოემბერი 2017
საჩხერე – ონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა ფოტო © გიორგი ნიკოლავა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის პირველი 5 კილომეტრის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. მშენებლობის პირველი ეტაპი საჩხერე-ქვემო ხევის მონაკვეთს მოიცავს.

ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე 3-5 მეტრის მოხრეშილი გზაა, რომლის რეკონსტრუქცია-მშენებლობაცაა დაგეგმილი. მონაკვეთი სრულდება მდინარე ჯრუჭულას ხიდამდე და მისი საერთო სიგრძე 5 537 მეტრია.

პირველი 5 კილომეტრის მშენებლობის პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 710 918.00 ლარია. სატენდერო წინადადებების მიღება 22 ნოემბერს დაიწყება და 27 ნოემბერს დასრულდება.

ზემო იმერეთი რაჭის დამაკავშირებელი, დაახლოებით 50 კილომეტრიანი ახალი საავტომობილო გზა თბილისიდან ონამდე მგზავრობის დროს, 5 საათიდან 3 საათამდე შეამცირებს. გზის მშენებლობის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში გზის მშენებლობაზე 25 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ხელისუფლება საჩხერე რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობისთვის 4 მარშრუტს განიხილავდა, აქედან სამი მარშრუტი საჩხერეს ამბროლაურთან აკავშირებდა, ერთი კი ონთან. საბოლოოდ გზის მშენებლობა საჩხერიდან უზუნთა–შქმერი – ონის მიმართულებით გადაწყდა.

ვარაუდობენ, რომ ახალი საავტომობილო გზა ონის რაიონში მიგრაციას შეამცირებს. სტატისტიკური მონაცემებით, ონის რაიონში, ქალაქსა და 64 სოფელში სულ 6500–მდე ადამიანიღა ცხოვრობს. 22 სოფელში 1–დან 10–მდე კომლიღაა დარჩენილი. 46 სოფელში 6 წლამდე ასაკის ბავშვი აღარ არის. 2016 წელს სულ 36 ბავშვი დაიბადა – ასეთი მძიმე ვითარებაა ონის მუნიციპალიტეტში, რომელსაც აღმოსავლეთით ოკუპირებული ჯავის, ხოლო ჩრდილოეთით რუსეთის ფედერაცია ესაზღვრება.

ზემო იმერეთი (საჩხერე) – რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს დაანონსა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]