ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 41% (6 086 733), რუსეთი - 87% (38 355 125), უკრაინა - 48%(6 237 652), პოლონეთი - 18% (2 151 342), ლატვია - 31% (1 279 718), ბელარუსი - 42% (1 318 852), აშშ - 68% (394 464), გერმანია - 57% (367 342), ისრაელი - 149% (180 824), საფრანგეთი - 187% (98 194), აზერბაიჯანი 76% (102 342) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი - 38355125, უკრაინა - 6237652, ჩინეთი - 6086733, ყაზახეთი - 2671845 და პოლონეთი 2151342 ბოთლი.
ამასთან, მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტირებულია 13630421 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 91%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 29,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 83%-ს აღწევს.
საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 219 183 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 198% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 664,6 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 154%-ს მიაღწია.
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 222,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 50% შეადგინა.