weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მწვანე კონცხი შავი ზღვის სანაპიროს საბაგირო გზით დაუკავშირდება

11:54 ოთხშაბათი, 08 ნოემბერი 2017

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი მწვანე კონცხზე ხუთ ვარსკვლავიან სამკურნალო-გამაჯანსაღებელ სასტუმრო კომპლექს აშენებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, პროექტი უპრეცედენტოა თავისი შინაარსიდან გამომდინარე, იგი საბაგირო გზით დააკავშირებს მწვანე კონცხსა და შავი ზღვის სანაპიროს.

მისივე თქმით, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, დამსვენებლებს წელიწადის ნებისმიერ დროს მოემსახურება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ოთხი სეზონის ტურიზმის განვითარებას. კომპლექსი სხვადასხვა კატეგორიის 250 ნომერს მოიცავს.

25 წელზე მეტია, რაც მწვანე კონცხზე 80-იან წლებში მოწყობილი ღია სავარძლიანი საბაგირო გზა დანგრეულია და აღარ ფუნქციონირებს. პროექტის ფარგლებში, გერმანული კომპანია „დოპელმაიერის“ მიერ მოეწყობა ახალი, საზოგადოებრივი დანიშნულების საბაგირო გზა, რომლის გამტარობაც დღეში 5000 ადამიანი იქნება და ნებისმიერი მსურველი ზღვიდან მწვანე კონცხზე რამდენიმე წუთში აღმოჩნდება. საბაგიროს განვითარების ფარგლებში ქვედა სადგურის მიმდებარედ დაგეგმილია კაფე-რესტორანის და საცუარაო აუზის მოწყობა.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, პროექტისთვის საჭირო მიწის ფართობი კომპანიამ საბაზრო ფასად შეიძინა, კომპლექსის მიმდებარე სანაპირო ზოლი კი, როგორც დაგეგმილი იყო, ღია და საზოგადოებრივი დანიშნულების იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]