აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ძირითადი ტურისტული ბილიკი უკვე შერჩეულია და დაწყებულია მუშაობა მარშრუტების პირველადი რუკების მომზადებაზე.
„მარშრუტი ორ მუნიციპალიტეტს დააკავშირებს და სტუმრებს აღარ მოუწევთ ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალით მოძრაობა. ის მთლიანად ალპურ ზონაში გადის, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. ტურისტები გაივლიან ტბებს, ჩანჩქერებს, ხიხანის ციხესა და იალაღებს. მათ ექნებათ საშუალება გაეცნონ მთიან აჭარას, მის ბუნებას, გაჩერდნენ იალაღებსა და სოფლებში. ეს მარშრუტი ერთმანეთთან ავტომატურად დააკავშირებს შუახევის და ხულოს სხვა ტურისტულ მარშრუტებს, შესაბამისად შექმნის მთიან აჭარაში ხანგრძლივი მოგზაურობის საინტერესო და მრავალფეროვან მიმართულებას,“ – აცხადებს აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.
სააგენტო მარშრუტის სრულ მარკირებას, მანიშნებლების და საინფორმაციო დაფების დამზადება- დამონტაჟებას, მარშრუტების რუკების მომზადებასა და საოჯახო-სასტუმრო სახლების შერჩევას 2018 წლისთვის გეგმავს.