weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აჭარაში არასტანდარტული მანდარინის ფასი 20 თეთრია

16:12 ოთხშაბათი, 15 ნოემბერი 2017

ციტრუსის სეზონის დაწყებასთან ერთად აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 20 თეთრად შეისყიდიან, 10 თეთრის ოდენობით სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ. შესაბამისად, საწარმოო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება.

საპროგნოზო მონაცემებით 2017 წელსციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი 50-55 ათასი ტონა იქნება. საექსპორტო მანდარინს სეზონზე ამზადებს 40–მდეციტრუსის მიმღებ დამხარისხებელი საწარმო, რომელთა ჯამური სიმძლავრე 30 000 ტონაზე მეტია. საწარმოებში ხდებამანდარინის დაკალიბრება, პარაფინირება, პლასტმასის, მუყაოსა და შპონის (ხის) ტარაში პროდუქციის შეფუთვა, პალეტებად შეკვრა და ექსპორტი. ადგილობრივი სიმძლავრეებით შესაძლებელია 40 000 ტონა საექსპორტოყუთის მომზადება. რეგიონში არსებული სამაცივრე დანადგარებით შესაძლებელია 7000 ტონამდეციტრუსის შენახვა.  ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმოები სეზონზე ღებულობენ და კონცენტრატის სახით ამუშავებენ 15000 ტონამდე არასტანდარტულ მანდარინს.

წელსარასტანდარტულ მანდარინს მიიღებს და გადაამუშავებს შპს „TCF GEORGIA“ დაშპს „Georgian industrial Asset Management Group“. TCF GEORGIA გეგმავს 4 000 ტონა  არასტანდარტული მანდარინის მიღებას, რომლისგანაცკონცენტრირებულ წვენსდაამზადებს. წვენი ძირითადად ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი, ასევე დაგეგმილია ექსპორტი რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]