weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

5-დან 15 000 ლარამდე გრანტის მისაღებად ბიზნესიდეების რეგისტრაცია იწყება

16:35 ოთხშაბათი, 10 მაისი 2017

რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბიზნესიდეების რეგისტრაცია 15 მაისიდან დაიწყება. რეგისტრაცია ვებგვერდზე www.qartuli.ge 31 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. კონკურსის შედეგად გამარჯვებულებს, გრანტის სახით 5 ათასიდან 15 ათასამდე ლარის მიღება შეუძლიათ.

პროგრამა გამიზნულია ახალი ბიზნესის წამოწყებისთვის ან არსებული ბიზნესის გაფართოება-გადაიარაღებისთვის.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ზემოთ, რომელიც არ არის საჯარო მოხელე; დაინტერესებულ პირს განაცხადის შეტანის მომენტში არ უნდა ჰქონდეს მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე; მზად უნდა იყოს ბიზნეს იდეეების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს მეწარმე სუბიექტად.

პროგრამა ერთ მეწარმე სუბიექტზე ითვალისწინებს დაფინანსების მაქსიმალურ თანხას 5000 ლარის ოდენობით, ორი მეწარმე სუბიექტის გაერთიანების შემთხვევაში - არაუმეტეს 10 000 ლარისა, ხოლო სამი მეწარმე სუბიექტის გაერთიანების შემთხვევაში - 15 000 ლარს. სავალდებულოა განმცხადებელმა 20%–იანი თანადაფინანსება მოახდინოს.

თანადაფინანსების მოსაპოვებლად მეწარმე სუბიექტები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს, რომელიც გულისხმობს მონაწილეობას ბიზნეს იდეის და შემდგომში ბიზნეს გეგმის კონკურსებში. კონკურსებს შორის დაინტერესებული პირები გაივლიან ბიზნეს გეგმის შედგენის ტრენინგს. მეწარმეების თანადაფინანსება მოხდება მათ მიერ ბიზნეს გეგმის სპეციალური კომისიისთვის წარდგენის და ადგილზე შემოწმების შედეგად.

პროგრამას რეგიონებში მეწარმეობის განვითარების სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაციები ახორციელებენ:

აჭარა, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი – შპს. ჯი-ემ-სი-ჯი - INNOVA. რეგიონული ოფისებიც განთავსებულია: ქ. ბათუმი, ა. მელაშვილის ქ. N2; ქ. ზუგდიდი, ლაზის ქ. N14; ქ. ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ. N114; 16100 (ცხელი ხაზი)

კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი – შპს თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრი. რეგიონული ოფისები მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. თელავი, ი ჭავჭავაძის ქ. N87; ქ. გორი, სამეფოს ქ. N27; დუშეთი, კოსტავას N3; ტელ: 032 236-98-66; 222-45-32

სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი – რეგიონალური განვითარების ასოციაცია. ოფისების მისამართებია: ქ. ახალციხე, გვარამაძის ქ. N16; ქ. მარნეული, რუსთაველის ქ. N48. ტელ 032 205 19 92.

იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი – საქართველოს სკაუტური მოძრაობა - საქართველოს სკაუტები. ოფისების მისამართებია: ქ. ქუთაისი, კოსტავას ქ. N9; ქ. ამბროლაური, თამარ მეფის N1. ტელ: 0431 25 55 74

საქართველოში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2015 წელს დაიწყო. პროგრამის მიზნებია: რეგიონული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდა; შემოსავლების ათვისება; თანამედროვე ბიზნესპრაქტიკის დამკვიდრება; დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და რეგიონის მკვიდრთა შემცირებული მიგრაცია. პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იყო, ხანგრძლივობა კი 26 თვე. პროგრამა 2017 წლის ზაფხულში უნდა დასრულდებულიყო, თუმცა გაგრძელდა.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მონაცემებით, სულ მხარდაჭერილია 3 205 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მინიმალური მოცულობა 29 155 007 ლარია, ხოლო ჯამურად დასაქმდა 8 000-მდე ადამიანი, ამასთანავე თანადაფინანსების სახით გაიცა 22 942 704 ლარი, რომელსაც ჰყავს 4 909 ბენეფიციარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]