თიბისი ბანკი ფერმერებისთვის კიდევ ერთ სიახლეს ნერგავს. პირველად საქართველოში, სოფლის მეურნეობით დაინტერსებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ახალი პროდუქტით - სტარტაპ-აგრო სესხით მაღალპროდუქტიული პირუტყვის ფერმების, სასათბურე, საკალმახე, სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობების მოსაწყობად.
ახალი პროდუქტების შესახებ დეტალურად საუბრობს თიბისი ბანკის აგრო ბიზნესის ხელმძღვანელი ვეფხვია ლომინაშვილი.
თიბისი ბანკის პროდუქტს, აგრო-საინვესტიციო სესხს კიდევ ერთი კომპონენტი დაემატა და ფერმერები უკვე ვაზის გაშენებას აგრო საინვესტიციო სესხის ფარგლებში შეძლებენ. უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, რა შეღავათებით ისარგებლებენ ფერმერები და კონკრეტულად ვაზის რომელ ჯიშებზე გავრცელდება ეს პროდუქტი?
თიბისი ბანკის აგრო-საინვესტიციო სესხი ეს არის პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია სოფლის მეურნეობაში ჩართულ იმ პირებისთვის, რომლებსაც სურთ გააშენონ ან განაახლონ მრავალწლიანი ნარგავების ბაღები და ამავდროულად, ისარგებლონ შეღავათიანი აგრო-კრედიტით. თავის შინაარსით, პროდუქტი სტარტაპ სესხია, რაც იმას ნიშნავს, რომ წარმოდგენილ პროექტზე გათვლები კეთდება არა მიმდინარე, არამედ საპროგნოზო შემოსავლებზე დაყრდნობით, გრძელვადანი საშეღავათო პერიოდის გათვალისწინებით. ფერმერისთვის ეს ბუნებრივია, ზრდის ფულად საკრედიტო რესურსზე ხელმისაწვდომობას და აძლევს პროექტის განხორცილების შესაძლებლობას.
თიბისი ბანკმა აგრო-საინვესტიციო სესხი გასული წლის შემოდგომაზე შესთავაზა მომხმარებელს თხილის, კაკლის, ვაშლის, ნუშის, მაყვლის, მოცვის და კივის ბაღებების გაშენების დასაფინანსებლად. თითოეული სესხი რამდენიმეწლიანი საშეღვათო პერიოდით, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში გაიცა. მიმდინარე წელს, დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტეთ, ზემოთხსენებული კულტურებისთვის დაგვემატებინა ვაზის გარკვეული ჯიშები შერჩეული რეგიონებისათვის. კახეთისთვის ესაა მიკროზონების საფერავი, ხიხვი და ქისი. შიდა ქართლისათვის - გორული მწვანე, ჩინური, შავკაპიტო, თავკვერი, თეთრი ბუდეშური. იმერეთისათვის - ოცხანური საფერე, კრახურა, ცოლიკაური. სამეგრელოსათვის - ოჯალეში, გურია აჭარისათვის - ჩხავერი, ხოლო რაჭისათვის ალექსანდროული და მუჯურეთული.
რატომ დაემატა აგრო-საინვესტიციო სესხს ეს კომპონენტი და რამდენად დიდია ვაზის გაშენებაზე მოთხოვნა მომხმარებლის მხრიდან?
სოფლის მეურნეობის სწორი და პასუხისმგებლიანი ფინანსირება თიბისი ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ ვართ ამ სექტორის მუდმივ კვლევაში და ვეძებთ იმ დარგებს, რომლებსაც კარგი სამრეწველო-ეკონომიკური პოტენცილი გააჩნიათ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
მიგვაჩნია, რომ დღეს მევენახეობა საქართველოში აღმავლობის გზაზე დგას. ჩვენ გვაქვს უნიკალური ვაზის ჯიშები, რომელთაგანც დაყენებული ხარისხიანი ღვინოები სულ უფრო მეტი მოწონებით სარგებლობს და მოთხოვნა მათზე წლიდან წლამდე იზრდება. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით გადაწყვიტეთ აგრო-საინვესტიციო სესხისთვის ამ კომპონენტის დამატება.
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ფერმერი ვაზის გასაშენებლად აგრო-საინვესტიციო სესხით სარგებლობისას?
ისევე როგორც სხვა მრავალწლიანი კულტურების შემთხვევაში, აქაც სამი ძირითადი მოთხოვნა გვაქვს: პირველი და მთავარი ესაა მრავალწლიანი ნარგავების გაშენება-მოვლის გამოცდილება; მეორე - მიწა, რომელზეც ინვესტიციების განხორციელება იგეგმება უნდა იყოს მსესხებლის საკუთრებაში და მესამე, კარგი საკრედიტო ისტორია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
სოფლის მეუნეობის მიმართულებით თიბისი ბანკს კიდევ ერთი სიახლე აქვს. პირველად საქართველოში, თიბისი ბანკმა აგრო სექტორით დაინტერსებულ ფერმერბეს ახალი პროდუქტი შესთავაზა- სტარტაპ-აგროსესხი. რომელ სფეროებს დააფინანსებს სტარტაპაგროსესხი და ვის შეუძლია ამ პროდუქტით სარგებლობა?
სწორად აღნიშნეთ, როცა ახსენეთ „პირველად საქართველოში“. ისევე როგორც აგრო-აინვესტიციო სესხის შემთხვევაში, თიბისი ბანკი ამჯერადაც პირველი ბანკია ბაზარზე, რომელიც ფერმერებს შესაძლებლბოას აძლევს, სტარტაპ-აგრო სესხის ფარგლებში დაიწყონ და განავითარონ სოფლის მეურნეობის ისეთი მიმართულებები როგორიცაა, მაღალპროდუქტიული პირუტყვის და მეფრინველეობის ფერმები, მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობები, საკალმახე მეურნეობები, პროდუქციის შესანახი სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები.
ამ პროდუქტით სარგებლობა შეუძლია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს, მიუხედვად იმისა, აქვთ თუ არა მათ დღეს საკმარისი ფინანსური უზრუნველყოფა იმისათვის, რომ შეძლონ აღებული კრედიტის გადახდა.
ჩვენ გამოვდივართ დაკრედიტების სტანდარტული მიდგომიდან და სტარტაპ-აგრო სესხის პროექტის ფარგლებში ვეყრდნობით მსესხებლის არა მიმდინარე, არამედ იმ საპროგნოზო შემოსავლებს, რომელსაც მეურნეობა მიიღებს პროექტის განხორცილების შემთხვევაში. ამ მიზდგომით ჩვენ ვზრდით ხელმისაწვდომობას ფულად საკრედიტი რესურსზე იმ პირთათვის, რომელთაც დღეს ამის საშუალება არ აქვთ.
როგორი პირობებით გაიცემა სტარტაპაგროსესხი და რა შეღავათებით ისარგებლებენ ფერმერები? რა არის ის მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი, რა რაოდენობის ფინანსური მხარდაჭერის მიღებასაც შეძლებენ ფერმერები.
სტარტაპ-აგრო სესხის მინიმალური მოცულობა 20,000 ლარია, ხოლო მაქსიმალური - 500,000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. სესხის აღება შესაძლებელია როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში. ფინანსდება როგორც პროექტის განსახორცილებლად საჭირო ძირითადი, ასევე საბრუნავი საშუალებები. სესხის მაქისმალური ვადა შესაძლებელია იყოს 7 წელი.
ისევე როგორც აგრო საინვესტიციო სესხის შემთხვევაში, აქაც დაინტერსებულ პირებს ვთავაზობთ გრძელვადიან საშეღავათო პერიოდს, რომელიც სხვადასხვა დარგისთვის განსხვავებულია და განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა პერიოდია საჭირო იმისათვის, რომ განხორცილებულმა ინვესტიციებმა ეკონომიკური სარგებლის მოტანა დაიწყოს. საშეღავათო პერიოდის განმავლობაში მსესხებელი არ ახორცილებს აღებული სესხის ძირი თანხების დაფარვას.
გარდა ამისა, ძირითადი საშუალებების მიზნობრიობით აღებული კრედიტები შესაძლებელია შეღავათიანი აგრო-კრედიტის პროექტის ფარგლებში გაიცეს და მსესხებლემა მიიღოს პროცენტის თანადაფინანსება სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან, რაც ბუნებრივია კიდევ უფრო საინტერესოს ხდის პროდუქტს.
არსებობს თუ არა რაიმე ტიპის მოთხოვნები/შეზღუდვები პროდუქტით სარგებლობისას?
ამ პროექტის ფარგლებში, ბუნებრივია, გვაქვს ის მინიმალური მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია სასესხო განაცხადის განსახილველად. აუცილებელი პირობაა, რომ მსესხებელს გაჩნდეს გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება სოფლის მეურნეობის იმ კონკრეტულ დარგში, რომელ დარგშიც აპირებს ინვესტიციების განხორციელებას. ამავდროულად, ვითხოვთ მსესხებლის მხრიდან პროექტში თანამონაწილეობას, რომელიც არ უნდა იყოს პროექტის ჯამური ღირებულების 40 %-ზე ნაკლები. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსესხებლის თანამონაწილეობა მხოლოდ ფულადი სახსრები შეიძლება იყოს. თანამონაწილოების თანხაში ვითვალისწინებთ ფაქტობრივად ყველა იმ აქტივს, რომელიც კლიენტს საკუთრებაშია და შეძენილია განსახილველი პროექტის განხორცილებისათვის. თანამონაწილეობაში ასევე გაითვალისწინება მოპოვებული გრანტის თანხაც. მიწა, რომელზეც ინვესტიციების განხორიცლება იგეგმება, ასევე მსხესხებლის საკუთრებაში უნდა იყოს.
ეს არის ის ძირითადი კრიტერიუმები, რომლებსაც განაცხადის განხილვის დროს ბიზნეს გეგმასთან ერთად ყურადღებას ვაქცევთ.
სტარტაპაგროსესხი თავისი პირობებით ძალიან ჰგავს აგრო- საინვესტიციო სესხს. რით განხსვავდება ეს ორი პროდუქტი ერთმანეთისგან?
შინაარსებრივად, ეს ორი პროდუქტი მსგავსია, თუმცა აგრო-საინვესტიციო სესხი განკუთვნილია კონკრეტულად მრავალწლიანი ნარგავების გაშენებისთვის, ხოლო სტარტაპ-აგრო სესხი მოიცავს ყველა იმ დარგს, რომელზეც უკვე გესაუბრეთ, გარდა მრავალწლიანი კულტურებისა.
როგორია თქვენი მოლოდინები ახალი პროდუქტების მიმართ და რა გეგმები გაქვთ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიმართულებით უახლოეს მომავალში?
გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ სტარტაპსესხების მიმართ მოთხოვნა დიდია. ამის მაგალითია აგრო-საინვესტიციო სესხი, რომლის ფარგლებშიც, რამდენიმე ათეული ბაღის გაშენება დააფინანსა თიბისი ბანკმა. შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ სტარტაპაგროსესხის პროექტი ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც დღეს აგრო-საინვესტიციო სესხია.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას და ფერმერებს შევთავაზოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც მათ მეურნეობებს რეალური განვითარების საშუალებას მისცემს.
ჩვენ ვაგრძლებეთ კვლევებს ამ მიმართულებით და მომავალში არაერთ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს.
თიბისი ბანკის ინფორმაცია [R]