weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თიბისი ბანკი ფერმერებს ინოვაციურ პროდუქტს – აგროსაინვესტიციო სესხს სთავაზობს [R]

19:56 ოთხშაბათი, 10 მაისი 2017

თიბისი ბანკმა აგრო-საინვესტიციო სესხი მომხმარებლებს 6 თვის წინ შესთავაზა. პროექტის დაწყებიდან დღემდე, 5 მილიონი ლარის სესხი გაიცა და მრავალწლიანი ბაღები დაახლოებით 300 ჰექტარზე გაშენდა.

თიბისი ბანკის აგრო-საინვესტიციო სესხი უპრეცედენტო პროდუქტია, რაც იმას ნიშნავს რომ სესხის ძირის დაფარვას ფერმერი იწყებს მაშინ, როდესაც გაშენებული ბაღი შევა კომერციულ მსხმოიარობაში. პროექტის შედეგებს თიბისი ბანკის აგრობიზნესის მართვის ჯგუფის უფროსი ვეფხვია ლომინაშვილი აჯამებს.

- თიბისი ბანკმა ოქტომბერში აგროსექტორით დაინტერესებულ პირებს აგრო-საინვესტიციო სესხი შესთავაზა. როგორია 5 თვის შედეგები, რამდენად დიდია ინტერესი ფერმერების მხრიდან?

- პირველ რიგში, განვმარტოთ რას ნიშნავს აგრო-საინვესტიციო სესხი. ეს არის თიბისი ბანკის ინოვაციური პროდუქტი, რომელიც ხორცილდება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში. სესხი განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც დაინტერსებულნი არიან მრავალწლიანი ნარგავების გაშენებით. აგრო- საინვესტიციო სესხის ინოვაციურობა მდგომარეობს იმაში, რომ ბენეფიციარი აღებული სესხის ძირი თანხების გადახდას იწყებს მაშინ, როდესაც გაშენებული ნარგავები შევა კომერციულ მსხმოიარობაში. ანუ მსესხებელს ჩვენ ვთავაზობთ გრძელვადიან საშეღავათო პერიოდს, რომელიც რიგი კულტურების შემთხვევაში 5 წელსაც კი აღწევს. ინტერესი აგრო-საინვესტიციო სესხის მიმართ, ბუნებრივია, დიდია. დღეის მდგომარეობით, ჯამში, 5 მილიონი ლარის მოცულობის სესხი გაიცა და დაახლოებით 300 ჰექტარზე გაშენდა მრავალწლიანი ბაღები.

- რომელი რეგიონები გამოირჩევა მეტი აქტიურობით და ძირითადად, რა კულტურებზეა მოთხოვნა ფერმერების მხრიდან?

- რთულია გამოვყოთ კონკრეტული რეგიონი. ფერემერები აქტიურობდნენ საქართველოს ყველა იმ კუთხიდან, სადაც კი შესაძლებელია მრვალწლიანი ბაღების გაშენება. გაშენდა თხილის, კაკლის, ლურჯი მოცვის, კივის და ვაშლის ბაღები. ძირითადი მოთხოვნა ამ სეზონზე თხილის და კაკლის ბაღებზე მოდიოდა, თუმცა, ვფიქრობთ, რომ წლევანდელ სეზონზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება სხვა კულტურებზეც.

- აგრო-საინვესტიციო სესხის პრეზენტაციისას თქვენ აღნიშნეთ, რომ სესხი უპრეცედენტოა. რა არის ის უპირატესობები, რომლითაც ეს სესხი სხვა ბანკების ანალოგიური პროდუქტისგან განსხვავდება?

- პირველ რიგში, ეს არის საშეღავათო პერიოდი, რომელსაც ჩვენ ფერმერებს ვთავაზობთ. როგორც აღვნიშნე, სესხის ძირი თანხების გადახდას ფერმერი იწყებს მაშინ, როდესაც გაშენებული ბაღი შევა კომერციულ მსხმოიარობაში. შესაბამისად, ჩვენ გათვლებს ვაკეთებთ არა არსებულ, არამედ მსესხებლის სამომავლო შემოსავლებზე და ამით ფულად საკრედიტო რესურსს ბევრად უფრო ხელმისაწვდომს ვხდით. ამას თუ დავუმატებთ იმ გარემოებას, რომ სესხზე დარიცხული პროცენტის სრულ ან ნაწილობრივ დაფარვას ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დამეთანხმებით, რომ პროდუქტი მართლაც ძალიან მომხიბვლელია.

- რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ფერმერი იმისთვის, რომ ამ პროდუქტით ისარგებლოს და რა პროცედურების გავლაა საჭირო აგრო-საინვესტიციო სესხის მისაღებად?

აგრო-საინვესტიციო სესხით სარგებლობისას, ფერმერების მიმართ ორი ძირითადი მოთხოვნა გვაქვს, რასაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ: პირველი და ყველაზე მთავარი მრვალწლიანი ნარგავების გაშენება-მოვლის გამოცდილებაა, რომელსაც ჩვენ დაინტერესებული პირისგან მოვითხოვთ. პროექტის წარმატება სწორედ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად გააშენებს ფერმერი და შემდგომ მოუვლის ბაღს.

ასევე ვითხოვთ, საკუთრებაში იმ მიწის ნაკვეთებს, რომელზედაც ნარგავები უნდა გაშენდეს. რადგან ძირითად უზრუნველყოფად სწორედ ეს მიწის ნაკვეთებია წარმოდგენილი.

რაც შეეხება პროცედურას, ის ძალიან მარტივია. დაინტერსებულმა პირმა თიბისი ბანკის ფილიალში უნდა წარმოადგინოს ბიზნესგეგმა, თუ რის გაშენებას გეგმავს, რა ხარჯები ექნება გასაწევი და რა მოლოდინები აქვს პროექტის განხორციელების შემთხვევაში. დაინტერესებულმა ფერმერმა უნდა შეავსოს განაცხადი სესხის მოთხოვნაზეც.

- იყო თუ არა პროექტის მიმდინარეობისას შემთხვევები, როცა ფერმერებს სესხის მიღებაზე უარი ეთქვათ და რა იყო ამის მიზეზი?

- ასეთი შემთხვევები სამწუხაროდ იყო და ჩვენ რამდენიმე პროექტის დაფინანსებაზე უარის თქმა მოგვიწია. უარის ძირითად მიზეზად გამოვყოფდი მრავალწლიანი ნარგავების გაშენების გამოცდილების არქონას და შესაბამისად, სუსტ ბიზნესგეგმებს. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ნარგავების გაშენება იგეგმებოდა ისეთ მიწებზე, რომელზეც კონკრეტული ნარგავების გაშენება მიზანშეწონილი არ იყო.

- როგორია თქვენი მოლოდინი და სამომავლო გეგმები პროექტის ფარგლებში?

- პირველმა სეზონმა  წარმატებით ჩაიარა, ბევრი კარგი პროექტი დაფინანსდა აგრო- საინვესტიციო სესხის ფარგლებში. მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ბუნებრივია,  გვაქვს მოლოდინი, რომ ახალი სეზონი, რომელიც შემოდგომაზე დაიწყება, გასულ სეზონზე ბევრად უფრო წარმატებული იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]