weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

კახეთის 7 რაიონი დასეტყვას გააურჩა – დელტა

11:23 ხუთშაბათი, 11 მაისი 2017

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ ინფორმაციით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შედეგად, 10-11 მაისს კახეთში გამორჩეულად ძლიერი სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა და კახეთის 7 რაიონი დასეტყვას გადაურჩა.

„სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ, 10 მაისის დღის მეორე ნახევრიდან კახეთის რეგიონში დაფიქსირდა სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებიდან შემომავალი ფრონტალური ღრუბლის მასები, საერთო ფართობით  4200 კმ2. ღრუბლის მასებმა ეტაპობრივად მოიცვა ახმეტის, თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის, ყვარლის და დედოფლისწყაროს რაიონები. 14:30 საათისთვის სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80% ს მიაღწია, სეტყვის მარცვლების სავარაუდო ზომამ კი 20 მმ-ს. 10 მაისის დღის 14:34 საათიდან 11 მაისის დილის 07:03 საათამდე ღრუბლების დამუშავება 292 ერთეული რაკეტით ეტაპობრივად განხორციელდა, შემოსული ნალექის სრული მასა აღნიშნული რაიონების თავზე ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა“, – განაცხადეს „დელტა“–ში.

7 მაისს საღამოს და 8 მაისს დილით მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ახმეტის და გურჯაანის რაიონებში 8 სოფელი დააზარალა. ახმეტაში დაისეტყვა სოფლები ქისტაური, ახშანი, ზემო ხოდაშენი და ჩაბინაანი, გურჯაანში ახაშენი, მუკუზანი, ველისციხე და ჩუმლაყის ნაწილი. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, სეტყვამ დაახლოებით 300 ჰექტარამდე ვენახი 80%-ით გაანადგურა, დაზიანდა ხეხილი, ბოსტნეული და მარცვლოვანი კულტურები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]