weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გარდაბანში 300 მეგავატი სიმძლავრის ქვანახშირის თბოელექტროსადგური აშენდება

00:15 ხუთშაბათი, 30 ნოემბერი 2017

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალური დირექტორის ზურაბ გელენიძის განცხადებით, გარდაბანში 300 მეგავატი სიმძლავრის ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობა 2018 წელს დაიწყება და 2020 წელს დასრულდება.

„საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „CPower“-ს და ჩინურ კორპორაცია „Dongfang Electric Corporation“ შორის ხელი მოეწერა გარდაბნის მუნიციპალიტეტში 300 მგვტ. ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის პროექტირების შესყიდვის და მშენებლობის ხელშეკრულებას.

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კონტრაქტის ჯამური მოცულობა 200 მილიონი აშშ დოლარია, ხოლო დაგეგმილი ინვესტიცია 250 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლის ვადა 2020 წლის ბოლო კვარტალია.

„ოპერირების პერიოდში თბოელექტროსადგური სრულად მოიხმარს საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებულ ნახშირს. საერთაშორისო ტენდერის შედეგების მიხედვით, კონტრატორ კომპანიად შეირჩა ჩინური Dongfang Electric Coroporation, რომელსაც უდიდესი გამოცდილება გააჩნია მსგავსი ტექნოლოგიის თბოელექტროსადგურების მშენებლობაში, ჩინეთსა და მის საზღვრებს გარეთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

თავდაპირველად 150 მეგავატის სიმძლავრის ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობა ტყიბულში იგეგმებოდა და უნდა დაწყებულიყო არა უგვიანეს 2016 წლის 30 სექტემბრისა და დასრულებულიყო 2020 წლის 1 იანვრამდე. 2016 წლის 30 ივნისს ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ნახშირზე მომუშავე სადგური აშენდება არა ტყიბულში, არამედ გარდაბანში.

გარდაბნის ქვანახშირის თბოელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს გარემოსდაცვით ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“. გარემოსდამცველების შეფასებით, ქვანახშირის ნებისმიერი ტექნოლოგიით წვის შედეგად, გამოიყოფა საშიში დამაბინძურებელი ნივთიერებები, მათ შორის გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდები, პოლიციკლური ნახშირწყალბადები, შეწონილი ნაწილაკები (PM2.5 და PM10) და ა.შ. რაც ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადებების გავრცელებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]