weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ბადაგონმა“ ჩინეთში ქართული კულტურის ცენტრი გახსნა

14:06 ოთხშაბათი, 06 დეკემბერი 2017

ღვინის მწარმოებელმა კომპანიაბადაგონმა, რომელიც ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენში მდებარეობს, პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ჩინეთში ქართული კულტურის ცენტრი გახსნა. როგორც ბადაგონში აცხადებენ, ცენტრის ვიზიტორები ინფორმაციას მიიღებენ ქართული მონასტრების, ლანდშაფტების, ღვინის ქართული ტრადიციული მეთოდით დაყენებისა დაბადაგონისღვინოების შესახებ.

„ქართული კულტურის ცენტრი საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს. შენობა, თავისი ბრწყინვალე შინაარსითა და მომხიბლავი დიზაინით, ჩინეთში ქართული ღვინის, ტურიზმისა და ზოგადად ქართული ბიზნესის პოპულარიზაციას მკვეთრად შეუწყობს ხელს“, - განაცხადეს „ბადაგონში“.

ქართული კულტურის ცენტრის გახსნის ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი გიორგი სალაყაია დაესწრნენ.

კომპანია „ბადაგონი“ 2006 წელს დაარსდა. იგი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწარმოა კავკასიის რეგიონში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]