weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 55%-ით გაიზარდა, ბათუმში 59%-ით, მესტიაში 72%-ით

15:09 პარასკევი, 08 დეკემბერი 2017

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის 11 თვეში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 3 816 538 მგზავრი, რაც 44.48%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (2 641 539 მგზავრი).

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 943 417 მგზავრს მოემსახურა, რაც 40.89%-ით (854 293 მგზავრით) მეტია, ვიდრე გასული წლის 11 თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა.

გასული თვეების განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 484 527 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 59.11% ით (180 012 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (304 515 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 55.80%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 11 თვეში აეროპორტი 243 918 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 380 026 მგზავრი შეადგინა, რაც 136 108 მგზავრით მეტია.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში 6 881 მგზავრს მოემსახურა, რაც 2 899 მგზავრით, 72.80%-ით მეტია ვიდრე გასული წლის პირველ 11 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა (3 982). ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან ნოემბრის ბოლომდე მათი რაოდენობაა 1 687.

მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 5 399-ით მეტი რეისი შესრულდა. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ19 496-ია, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 16 538, ხოლო ჩარტერების 2 958. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 38.30%-ს შეადგენს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 12.93%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2016 წლის 11 თვიან პერიოდში ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 117 549, 2017 წლის ამავე პერიოდში კი საქართველოს საჰაერო სივრცეში 132 747 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.

„სატვირთო გადაზიდვების კუთხით, 2016-17 წლების 11 თვის მონაცემებს შორის უმნიშვნელო სხვაობა დაფიქსირდა. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 29 895 652 ტონა შეადგინა, რაც 547 ტონით, შესაბამისად, 1.86%-ით მეტია ვიდრე წინა წლის 11 თვეში გადაზიდული ტვირთის ოდენობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]