weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 23 დეკემბერს გაიხსნება

11:55 სამშაბათი, 12 დეკემბერი 2017

საბაგირო გზა, რომელიც მესტიას და ჰაწვალის სათხილამურო კურორტს დააკავშირებს, 23 დეკემბერს გაიხსნება. ექვსადგილიანი სავარძლის ტიპის საბაგიროს მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში დაიწყო. საბაგირო გზის სიგრძე 1200 მეტრია.

სამთო–სათხილამურო ტრასა ჰაწვალი მესტიიდან 8 კილომეტრით არის დაშორებული. თუ აქამდე მესტიის ცენტრიდან ჰაწვალზე მოსახვედრად ტურისტებს მინიმუმ 30 წუთი სჭირდებოდათ, ახალი საბაგიროს მეშვეობით ამას 6 წუთში შეძლებენ. საბაგირო გზის სადგური მესტიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული.

ზამთრის ტურისტული სეზონი ჰაწვალსა და თეთნულდზე 17 დეკემბერს იხსნება. თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტზე რამდენიმე სირთულის 8 სათხილამურო ტრასა ფუნქციონირებს. მუშაობს ოთხი სკამებიანი საბაგირო. ტრასების საერთო სიგრძე 30 კილომეტრია. ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილი 3200 მეტრია.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, მესტიის მაღალმთიან სოფლებში უშხვანარში, მაზერში, ეცერსა და უშგულში, ასევე დაბა ლენტეხში, სათხილამურო სპორტის განვითარების და მასში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, პატარა საბაგიროების მშენებლობა მიმდინარეობს.

„ეს საბაგიროები ხელს შეუწყობს ტურისტებისთვის ახალი სასრიალო ადგილებისა და მოსახლეობისთვის შემოსავლების გაჩენასაც. წლების განმავლობაში სვანეთში მცხოვრები მოთხილამურეები საუკეთესოდ ასპარეზობდნენ საერთაშორისო მასშტაბით და ვფიქრობ, ეს პატარა საბაგიროები ადგილობრივი ახალგაზრდების სპორტში ჩართულობას გაზრდის. აქამდე ისინი მთაზე ფეხით ადიოდნენდა ისე სრიალებდნენ“, - აღნიშნავს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი სანდრო ონოფრიშვილი.

წელს ყველაზე ადრე, 10 დეკემბერს, სათხილამურო სეზონი მაღალმთიან აჭარის კურორტ გოდერძიზე, ასევე გუდაურში გაიხსნა. 12 დეკემბერს ბაკურიანში დიდველის სათხილამურო ტრასა გაიხსნება, 23 დეკემბერს კი კოხტა-მიტარბი.

 

ამ თემაზე:

რა სიახლეებით ხვდება საქართველოს მთის კურორტები ზამთრის ტურისტულ სეზონს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]