weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დუშეთში „ბოდორნა ჰესის“ მშენებლობა დაიწყო

16:34 პარასკევი, 15 დეკემბერი 2017

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდორნაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიალეკონომიკის მინისტრდიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო, რომელმაც ჰესის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა. ქუმსიშვილის განცხადებით, „ბოდორნა ჰესიეკოლოგიურად სუფთა, ე.წ. მწვანე ჰესია, რომელსაც გარემოზე მინიმალური ზეგავლენა ექნება.

„ჰესის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე მიმართულებით: ეს არის ახალი ინვესტიციები და ახალი სამუშაო ადგილები როგორც მშენებლობის პროცესში, ისე მისი დასრულების შემდეგ. საბოლოო ჯამში კი „ბოდორნა ჰესი“ უწყვეტად უზრუნველყოფს იმ სათაო ნაგებობების ელექტრომომარაგებას, რომლებიც დედაქალაქს სასმელი წყლით ამარაგებენ“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

„ბოდორნა ჰესს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აშენებს. ეკონომიკის სამინისტროშიგანაცხადეს, რომ კომპანია ე.წ. მწვანე ჰესის უმაღლესი ხარისხითა და თანამედროვე ტექნოლოგიით მშენებლობისთვის 10 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 2.5 მეგავატია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება - 15 მილიონი კილოვატი საათი. პროექტის განხორციელების პროცესში 50-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. 

პროექტი ითვალისწინებს ჰიდროელექტროსადგურის აშენებას ბოდორნის არსებულ კაშხალზე, აგრეთვე ახალი ელექტროსადგურის და მასთან დაკავშირებული ნაგებობების აგებას.

ახალი „მწვანე“ ჰესის მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]