weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სახელმწიფოს ხელშეწყობით კომპანია „ჩირინა“ წარმოებას აფართოვებს

14:34 შაბათი, 16 დეკემბერი 2017

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, კომპანიამ „ჩირინა“ მარცვლეულის საშრობი და საწყობი კომპლექსი გააფართოვა. მშენებლობა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საერთო ინვესტიცია 6 000 000 ლარს შეადგენს. საწარმოს გაფართოების შედეგად, წარმადობა საგრძნობლად გაიზარდა. შედეგად, ერთ საათში 60 ტონა ნედლეულის გადამუშავებაა შესაძლებელი.

კომპლექსის გახსნის ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო.

„ჩირინა“ ერთ-ერთი ლიდერი საწარმოა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ გაფართოება „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში განახორციელა. ჩვენი პროგრამის არსი სწორედ ის არის, რომ ხელი შევუწყოთ არსებული საწარმოების მოდერნიზაციას, გაძლიერებას და გადაიარაღებას. „ჩირინაში“ სახელმწიფოს თანადაფინანსება 5 მილიონ ლარს შეადგენს. ეს არის შეღავათიანი სესხი, რაც გულისხმობს, რომ იაფი ფინანსური რესურსებზე წვდომით საწარმოები კონკურენტუნარიანობასაც ზრდიან და შეუძლიათ წარმოების გაზრდაც, რაც პირდაპირ აისახება საქართველოში აღნიშნულ სექტორში თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის გაზრდაზე. ვფიქრობ, ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკა არის წარმატებული და „ჩირინა“ ამ წარმატების  ერთ-ერთი მაგალითია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით შევძელით, ჩვენი საწარმო უფრო დიდი მასშტაბის და წარმადობის გაგვეხადა, დაგვესაქმებინა მეტი ადამიანი. ჩვენს ნედლეულზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება“, -  აღნიშნავს კომპანიის დირექტორი რევაზ ვაშაკიძე.

მარცვლეულის საშრობი და საწყობი კომპლექსი ბრიტანული კომპანიის „Chief Industries UK”-ის მიერ აშენდა და თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]