weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად აირჩიეს

17:23 პარასკევი, 12 მაისი 2017

ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად აირჩიეს. ამ თანამდებობაზე ის 2018-2021 წლებში იმუშავებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს კანდიდატი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პოზიციაზე იქნა არჩეული.

არჩევნები ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 105-ე სესიის ფარგლებში, მადრიდში გაიმართა. ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურას მხარი საბჭოს წევრი ქვეყნების უმრავლესობამ დაუჭირა.

ამ თანამდებობის დაკავებამდე ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო. 2012 წლიდან იგი მეორედ დაინიშნა ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად. 2011-2012 წლებში მუშაობდა „თბილისის დინამოს“ გენერალური დირექტორის, ხოლო 2010 -2011 წლებში „თიბისი ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. 2009-2010 წლებში ზურაბ პოლოლიკაშვილი საქართველოს ეკონომიკის მინისტრი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]