weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

13 მაისს მთაწმინდის პარკში „ახალი ღვინის ფესტივალი 2017“ გაიმართება

18:39 პარასკევი, 12 მაისი 2017

13 მაისს, თბილისში, მთაწმინდის პარკში, ახალი ღვინის ფესტივალი 2017 გაიმართება. ფესტივალს 12:00 საათზე სოფლის მეურნობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გახსნის. 18:00 საათამდე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ოჯახური მარნები, ღვინის საშუალო და დიდი საწარმოები სტუმრებს 2016 წლის მოსავლის ღვინოებს წარუდგენენ. სტუმრებს საუკეთესო ღვინოების დაგემოვნების საშუალება ექნებათ. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

ახალი ღვინის ფესტივალი 2017 ქვევრის საზეიმო გახსნით დაიწყება. ფესტივალს მუსიკალურად რეზო კიკნაძის ჯაზბენდი, „ბენდი ნალი“, ფოლკლორული ანსამბლი „დიდგორი“ და ხონის სახალხო სასულე ორკესტრი გააფორმებენ.

გაიმართება ტრადიციული და თანამედროვე ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც. სტუმრებს საშუალება ექნებათ თიხის ნაკეთობები საკუთარი ხელით შექმნან.

2017 წლის ახალი ღვინის ფესტივალში 113 ღვინის კომპანია მონაწილეობს: ასოციაცია ბუნებრივი ღვინო, ამირან ვეფხვაძის მარანი, ალაფიანის მარანი, ალექსანდრე დისტილერი, არჩილ გუნიავას მარანი, ასკანელი ძმები, ატენური - გიორგი რევაზაშვილის მარანი, ახმეტის ღვინის სახლი, ბაბანეურის მარანი, ბექა გოძაცის მარანი, ბინა N37, ბრუალე, გაიოზ სოფრომაძის მარანი, გიუაანი, გოდერძიშვილის მარანი, დასაბამი, დორემი, ეთნო, ენეკ პეტერსონ, ერისთავი,  ვაზიანი კომპანი, ვარციხის მარანი, ვახტანგ ბერუაშვილის მარანი, ვინო მარტვილე, ზეკარი, თბილღვინო, თელა, თელიანი ველი, იბერიელი, იმერული ღვინის კომპანია, კახაბერ ბერიშვილის მარანი (ართანული ღვინო), კახელები, კახური, კახური ტრადიციული მეღვინეობა, კორპორაცია ქინძმარაული, კორტავების მარანი, ლაგაზი, ლექსოს მარანი, ლოლაძეების საოჯახო მეღვინეობა, ლუკასი, მაკარიძის მარანი, მანაგაძეების ღვინის კომპანია, მარანი მიშო პაპა, მარანი ნიკა, მარანი სანავარდო, მარანი ძველ უბანში, მათიაშვილის მარანი, მეღვინეობა გუდა, მეღვინეობა ხარება, ნაოტარი, ნაოტრები, ნიკალას მარანი, ნიკა ვაჩეიშვილის მარანი, ნიკი ანთაძის მარანი, ნოდარ ბაღაშვილის მარანი, ოქროღვინო, ოყურეშის მარანი, პატარიძეების რაჭული, ნიკოლაძეების მარანი, როიალ ხვანჭკარა, საგვარეულო მარანი, საოჯახო მარანი „ოდა“, საქართველოს სული, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, საქველმოქმედო კავშირი თემი, საწნახელი, სიმონ ჩხეიძის მარანი, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, ტანინი, ტიფლისკი ვინნი პოგრებ, ტიბაანი, ტოგონიძის ღვინო, ფაფრის ველი, ქართული ღვინოები, ქართული ღვინის მემკვიდრეობა, ქვევრი ამორის, ქვიბარი (ბურჯანაძე-შანიძის მარანი), ქინძმარაულის მარანი, ღვარძელაშვილის მარანი, ღვინის ქურდები, ციხელიშვილის მარანი, ყაჭიური ვინიარდზ, ყვარლის ედემი, შალვინო, შატო ხაშმი, შუმი, შენი ღვინო, ჩვენი ღვინო, ძმების მარანი, ხოხბის ცრემლები, ჯაყელების ორგანული ვენახი და ღვინოები, ჯივაინი, Cradle of Wine, ტაბლა ნოვა, კოლორპაკი, ენოგრუპი, გლასგო ჯორჯია, ღვინის კლუბი, ქარვის ბარი, ღვინის სამშობლო, Culinarium Khasheria, Tiki, Keiko&Maika, ზანდური.

ფესტივალზე ღვინის კლუბი 8 ცალ 10 ლიტრიან საუკეთესო საფერავით სავსე სასაჩუქრე კასრებს გაათამაშებს.

ახალი ღვინის ფესტივალის მთავარი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.

ფესტივალის მონაწილეების პოპულარიზაციას ითვალისწინებს ორენოვანი კატალოგი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ახალი ღვინის ფესტივალის მონაწილე ღვინის მწარმოებლების შესახებ. მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები „საქართველოს ღვინის კლუბისგან“.

2016 წელს ახალი ღვინის ფესტივალმა 40 000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა, რომელთა შორის მრავლად იყვნენ უცხოელი ტურისტები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]