weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რეგიონებში ოპტიკური ინტერნეტის ქსელის მშენებლობა 2018 წლიდან დაიწყება

18:43 ოთხშაბათი, 20 დეკემბერი 2017

2018 წლიდან, საქართველოს რეგიონებში, 4 სხვადასხვა მიმართულებით ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობა დაიწყება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა.

2018 წელს დაიწყება ოპტიკური ქსელის მშენებლობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში. ინტერნეტიზაციის პროგრამა ასევე შეეხება გურიის რეგიონს და დაფარავს ოზურგეთისა და ჩოხატაურის დასახლებული პუნქტების 70%-ს.

"ჩვენ დავიწყეთ ინტერნეტიზაციის პროექტი. მომავალ წელს ოთხი მიმართულებით დავიწყებთ მუშაობას. ეს არის მიმართულებები, სადაც კერძო სექტორი არ შედის იმიტომ, რომ ეკონომიკურად არ არის მომგებიანი. თუმცა, აქ ცხოვრობს მოსახლეობა, რომელსაც იმისათვის, რომ ქვეყანამ უკეთესი ხარისხის მომსახურებები და ეკონომიკის სწორი განვითარება შესთავაზოს, უნდა მიუყვანოს ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა. ეს მიმართულებებია: ზუგდიდი-მესტია, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაური, სამტრედია-ჩოხატაური-ოზურგეთი და ცაგერი-ქუთაისი.აბოლოო ჯამში, მაგისტრალის სიგრძე, რომლის მშენებლობასაც დავიწყებთ, 735 კილომეტრია, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა არის 87 ათასი", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი განმარტებით, მაგისტრალური მონაკვეთები შეირჩა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით და ასევე, ქსელის უწყვეტობისა და რეგიონების მაქსიმალურად დაფარვის პრინციპით.

"სახელმწიფოს მიერ აშენებული ოპტიკური ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს კერძო სექტორს ადგილობრივი ქსელების განვითარებაში, ხოლო ორივე ერთობლივად - მოსახლეობის მაღალსიჩქარიან ინტერნეტსერვისებზე წვდომას", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ცალკე პროგრამაა „ინტერნეტი განვითარებისთვის,“ რომელიც კერძო სექტორთან თანამშრომლობით ხორციელდება. პროგრამა უზრუნველყოფს რეგიონის მოსახლეობის ჩართულობას ინტერნეტ-საინფორმაციო სივრცეში და ასევე, ტრენინგებს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რეგიონში არსებულ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ ტრენინგები ელექტრონული კომერციის მიმართულებით, დაიწყონ გაყიდვა სხვადასხვა ქართული თუ საერთაშორისო პლატფორმების გამოყენებით და შექმნან საკუთარი ვებ-გვერდები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]