ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მიზანია ჰიდროელექტროსადგურების ქსელის ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის ქსელის ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობისა და ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის მოცულობის გაზრდა და საქართველოს ენერგომომარაგების უსაფრთხოების გაუმჯობესება.
„საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდება წყალტუბო-ახალციხე-თორთუმის ქსელთან მიერთების, გურიაში ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერების, ჩრდილოეთ რგოლის მშენებლობისა და კახეთის რეგიონში ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერების პროექტები.
პროგრამის დაფინანსებისა და პროექტის განხორციელების ხელშეკრულებას ხელი ეკონომიკისა მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურმა დირექტორმა სულხან ზუმბურიძემ და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის წარმომადგენელმა ჰანს რიეკმა მოაწერეს.
გერმანიის განვითარების ბანკი საქართველოში 1993 წლიდან საქმიანობს და მას შემდეგ დაახლოებით 750 მილიონი ევროს ღირებულების ინვესტიცია აქვს განხორცებული, საიდანაც 50%-ზე მეტი, 400 მილიონი ევრო, სწორედ ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის ჩაიდო.