weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ირანელმა ბიზნესმენებმა თბილისში 11 071 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყიდეს

11:42 პარასკევი, 22 დეკემბერი 2017

ირანის მოქალაქეების კუთვნილმა კომპანიამ „ახალი თბილისი“ აუქციონზე ქ. თბილისში, შალვა მშველიძის ქუჩაზე მდებარე 11 071 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 2 მშენებარე ნაგებობა 812 000 ლარად  შეიძინა. კომპანიასთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება საინვესტიციო ვალდებულებებს არ შეიცავს.

სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნით ელექტრონული აუქციონი 2017 წლის 6 დეკემბერს გამოაცხადა. აუქციონში მხოლოდ ერთი სუბიექტი - შპს „ახალი თბილისი“ (ს/კ - 427730262) მონაწილეობდა, რომელმაც ქონება საწყის ფასად - 812 000 ლარად შეიძინა.   

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, შპს „ახალი თბილისი“ 2016 წლის 3 აგვისტოს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორები და 100 % წილის მფლობელები ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები აბდოლრაჰიმ ნასირ ბიღბანი და მანსურ ტორაბინია არიან. ორივე მათგანს იმავდროულად საქართველოს მოქალაქეობაც აქვს მინიჭებული. 

ირანელი ბიზნესმენების მიერ მიწის ნაკვეთის ყიდვის კონკრეტული მიზანი უცნობია, ვინაიდან კომპანიის მიერ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში რაიმე საინვესტიციო ვალდებულებები გათვალისწინებული არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]