weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა

16:45 ოთხშაბათი, 27 დეკემბერი 2017

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს ელექტროენერგიის ტარიფი კილოვატ საათზე 1.28 თეთრით გაეზრდებათ.

ტარიფის ცვლილება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციული სექტორს შეეეხება. საყოფაცხოვრებო სექტორში შემდეგი ტარიფი დადგინდა: თვეში 101 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის გადასახადი, ნაცვლად 12.954 თეთრისა, განისაზღვრა 14.23666 თეთრით, 101 კილოვატიდან 301 კვტ/სთ ჩათვლით, სამომხმარებლო ტარიფი ნაცვლად 16,931 თეთრისა, განისაზღვრა 18.21366 თეთრით, 301 კვტ/სთ-დან კი ნაცვლად 21.450 თეთრისა, ტარიფი 22.73266 თეთრით განისაზღვრა. 

რაც შეეხება კომერციულ სექტორს, 110-35 კვ ძაბვის საფეხურის აბონენტები ერთ კვტ/სთ-ზე 14.860 თეთრს გადაიხდიან, 10-6-3.3 კვ ძაბვაზე - 16.251 თეთრს, ხოლო 0.4 კვ-ზე - 21.083 თეთრს. 

ახალი ტარიფები სამი წლის განმავლობაში, 2020 წლის ბოლომდე იქნება ძალაში. 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომსახურების არეალი საქართველოს ტერიტორიის 70%-ს ფარავს და რეგიონებში მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]