weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

 „მაგთიკომი“ მობილურ ინტერნეტს დროებით აღარ გააძვირებს

18:51 ოთხშაბათი, 17 იანვარი 2018

„მაგთიკომმა“ ინტერნეტპაკეტების გაძვირება დროებით შეაჩერა. კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მათ გაითვალისწინეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილობითი თხოვნა და დროებით შეაჩერეს ტარიფების ცვლილების ამოქმედება.

17 იანვარს „მაგთიკომისთვის“ გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ კომისიამ „მაგთიკომის“ მიერ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების საფუძველზე სუბსიდირების საკითხის შესწავლა დაიწყო. კომუნიკაციების კომისია „მაგთიკომს“ თხოვნით მიმართავს, საკითხის საბოლოო შესწავლამდე, 2018 წლის პირველ მარტამდე, ტარიფების გაზრდა შეაჩერონ.

„მაგთიკომი“ ინტერნეტპაკეტების გაძვირებას 18 იანვრიდან გეგმავდა. თუ ახლა 500 მბ ინტერნეტი 3 ლარი ღირს, 18 იანვრიდან მისი ღირებულება 2 ლარით გაძვირდებოდა,1000 მბ 5 ლარის ნაცვლად 7 ლარი გახდებოდა, 2000 მბ ინტერნეტი 7-ის ნაცვლად 12 ლარი და ა.შ.. კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ განაცხადა, რომ მობილური ინტერნეტის მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის გაძვირება საბაზრო კანონზომიერების ფარგლებს სცილდება. 5 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში კომისია აღნიშნავს, რომ ტარიფების გაძვირების წინაპირობა არ არსებობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]