weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საოკუპაციო ხაზთან 12 ჰექტარზე ვაშლის ბაღი გაშენდა

12:05 პარასკევი, 19 იანვარი 2018

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთში ამირან ხოდელმა 12 ჰექტარზე ვაშლის ბაღი გააშენა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ამირან ხოდელი პროექტში „დანერგე მომავალი“ 2016 წელს ჩაერთო და 94 650 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 67 550 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 27 100 ლარი - წვეთოვანი სისტემების მოწყობისთვის.

ამირან ხოდელის ვაშლის ბაღი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა რევაზ ასათიანმა დაათვალიერა. მისი ინფორმაციით, „დანერგე მომავლის“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 4 289 ჰექტარზეა გაშენებული. აქედან, შიდა ქართლის რეგიონში ხეხილის ბაღები 1 349 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა. საერთო ჯამში, სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 22 186 339 მილიონი ლარია.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომლის შემადგენელი ნაწილია „დანერგე მომავალი“. აგროპროექტის მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]