weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

უკრაინაში იმიტირებული ქართული ღვინო გაყიდვიდან ამოიღეს

14:44 ორშაბათი, 22 იანვარი 2018

უკრაინის ანტიმონოპოლურმა სამსახურმა იმიტირებული ქართული ღვინის პარტია გაყიდვიდან ამოიღო, ხოლო კანონდამრღვევი კომპანია 7 000 000 გრივნით დააჯარიმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წელს მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ უკრაინული კომპანიები ქართული ღვინის უკანონო იმიტაციას ახდენდნენ და ქართული დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს უკანონოდ იყენებდნენ. კერძოდ, უკრაინის ბაზარზე რეალიზაციაში იყო არაქართული წარმოშობის ღვინოები, რომელთა ეტიკეტებზე დატანილი საქართველოსთან და ქართულ ღვინოსთან დაკავშირებული სიმბოლოები და აღნიშვნები განაპირობებდა მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანას ღვინის წარმოშობის ქვეყანასთან მიმართებით.

„ამ ფაქტთან დაკავშირებით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს მთავრობის მიერ მინიჭებული მანდატის ფარგლებში, უკრაინის ანტიმონოპოლურ კომიტეტს მიმართა, რომელმაც გამოძიება დაიწყო უკრაინული კომპანია „კამიანკა გლობალ ვაინსის“ (LLC KAMYANKA GLOBAL WINE) წინააღმდეგ.

კომიტეტის მიერ, 2017 წლის ოქტომბერში მომზადდა წინასწარი დასკვნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „კამიანკა გლობალ ვაინსს“, ქართული ღვინის ეტიკეტების იმიტირებით და არასწორი ცნობების გავრცელებით შეცდომაში შეჰყავდა მომხმარებლები და ქმნიდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გარემოს.

უკრაინის ანტიმონოპოლურმა კომიტეტმა უკრაინული კომპანიის ქმედებები „არაკეთილსინდისიერი კონკურენციისგან დაცვის შესახებ“ უკრაინის კანონის დარღვევად მიიჩნია და კომპანია 7 010 000 უკრაინული გრივნით დააჯარიმა. ამასთან, „კამიანკა გლობალ ვაინსს“ სამომავლოდაც აეკრძალა ქართულ ღვინის იმიტაციებთან დაკავშირებით მსგავსი ქმედებების განხორციელება", - განაცხადეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინაში შეიქმნა პირველი პრეცედენტი ანტიმონოპოლური კომიტეტის მიერ საქართველოს საჯარო დაწესებულების სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]