weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტმა კახეთის ოთხი სოფელი მოიცვა

21:41 სამშაბათი, 23 იანვარი 2018

ჯიმითი, მზისგული, არხილოსკალო და არბოშიკი - ეს ის სოფლებია, სადაც სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემურ რეგისტრაციას ახორციელებს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულში სამუშაოები 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო, ხოლო მიწის რეგისტრაციის პროცესი რამდენიმე კვირაში დასრულდება. საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში 3870-ზე მეტი ადამიანი შეძლებს საკუთრების უფლების გამარტივებული წესით რეგისტრაციას.

დედოფლისწყაროს სოფელ არხილოსკალოში საველე სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ამ ეტაპზე, სააგენტო სამართლებრივ დოკუმენტაციას ამუშავებს, რის შემდეგაც მოსახლეობას საშუალება ექნება, გაეცნოს საკადასტრო აზომვის შედეგებს და მასში კორეტქივები შეიტანოს.

რაც შეეხება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მეორე სოფელ არბოშიკს, პროექტი აქ იანვრის შუა რიცხვებიდან დაიწყო და ამ ეტაპზე, მიწის აზომვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

საპილოტო პროექტი მსოფლიო ბანკის დახმარებით ხორციელდება და ის მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს. პროექტით გათვალისწინებულია მიწის უფასო რეგისტრაცია და რეგისტრაცისთვის საჭირო მომსახურებები: უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება და აღრიცხვა, საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება, საკადასტრო მონაცემების ცვლილება, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტება, ნოტარიუსის მიერ მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. 

საპილოტო პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ დასახლებებში მიმდინარეობს და სამუშაოები 2018 წლის ბოლოს დასრულდება. გეოგრაფიული მრავალფეროვნებისა და სარეგისტრაციო პრაქტიკის გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით 12 დასახლება შეირჩა: ჯიმითი, მზისგული, არხილოსკალო, არბოშიკი, სალხინო (ვანის მუნიციპალიტეტი), მანგლისი, კარალეთი, ზარიძეები, ვედითკარი, ლახამულა, საგურამო, შუახევი. ეს ის არეალებია, სადაც საპილოტო პროექტის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეები საკუთრების უფლების რეგისტრაციას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, მარტივად და უფასოდ შეძლებენ.  

[R] საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]